08

/ მაისი /

2018

გაზიარება:

წითელი ჯვრის მსოფლიო დღე

ყოველწლიურად 8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი.

1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).

ასე ჩაეყარა საფუძველი წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა და რომლის მისიაა ადამიანების დახმარება ყველაზე რთულ წუთებში და ყველაზე ცხელ წერტილებში.  

ეროვნული წითელი ჯვრის  საზოგადოება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და ყველგან უცვლელია მთავარი პრონციპები - ჰუმანურობა, მიუკერძოებლობა, ნეიტრალურობა, დამოუკიდებლობა, ნებაყოფლობა, ერთიანობა და უნივერსალურობა.

წელს საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების დაარსების 100 წლის იუბილეა.
მას ჩვენს ქვეყანაში უდიდესი ისტორია აქვს, რომელსაც უამრავი ადამიანი ქმნის.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაარსდა 1918 წელს და დამოუკიდებლად იარსება 1923 წლამდე, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ალიანსის წევრი გახდა.
1993 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 1949 წლის ჟენევის კონვენციის რატიფიცირება, ხოლო 1995 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ განაახლა თავისი არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ.

მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის საქართველოს მთავრობის N508 დადგენილებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.

ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: კატასტროფების მართვა (მზადყოფნა და რეაგირება), ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ორგანიზაციის განვითარება, ჰუმანიტარული ფასეულობების გავრცელება და კომუნიკაცია.

დღეს საზოგადოებას ჰყავს 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მოხალისე და აქვს 38 ფილიალი, 27 საქმიანობათა ცენტრი, 4 მობილური ჯანდაცვის კაბინეტი და მიმდინარე პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.

23

/ აპრილი /

2019

კატალონიური ვარდებიდან წიგნებამდე

14

/ ივნისი /

2019

დღეს სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა !

05

/ მაისი /

2018

5 მაისს მსოფლიო საზოგადოებრიობა შშმ პირთა უფლებებისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

17

/ აპრილი /

2018

ჰემოფილია აღარ არის სასიკვდილო განაჩენი!

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    პედიატრია

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    14

    / ივნისი /

    2019

    დღეს სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა !

    14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანს წარმოადგენს  მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უანგაროდ გასცემენ სისხლს ს...

  • ვრცლად
  • 11

    / ივნისი /

    2019

    რა არის ასტიგმატიზმი?

    თუ ყველაფერს ბუნდოვნად ხედავთ, როგორც შორ, ისე ახლო მანძილზე, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ასტიგმატიზმით. ასტიგმატიზმი გავლენას ახდენს თვალის რქოვანას ფორმაზე. მისი გარსი გლუვი და სფერულ...

  • ვრცლად
  • 10

    / ივნისი /

    2019

    იოგას ჯანმრთელობის უპირატესობები

    იოგა უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარობის გასაუმჯობესებლად და სულიერი წონასწორობის მისაღწევად. როგორც ამბობენ, ის ცხოვრების ფილოსოფიაა და გარკვეულად აღმოსავლური რელიგიე...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    0435 22 58 79

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია