17

/ აპრილი /

2018

გაზიარება:

გახსოვდეთ - ალერგიის თვითმკურნალობა დაუშვებელია!

ალერგია არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული იმუნური პასუხი ჩვეულებრივ უსაფრთხო ნივთიერებებზე. ამ დროს იმუნური სისტემა, ზოგადად, უვნებელ ნივთიერებას შეცდომით აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს.  ალერგიული რეაქციის გამომწვევ ანტიგენს ალერგენი ეწოდება. მის საპასუხოდ გამომუშავდება „სწრაფი რეაგირების ანტისხეული“ – იმუნოგლობულინი E(IgE).
ყველაზე ხშირად ალერგია სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებების, კანზე გამონაყრისა (დერმატოზების) და ანაფილაქსიური შოკის სახით ვლინდება.
ალერგიის განვითარებას გარკვეულწილად გენეტიკური წინასწარგანწყობა განაპირობებს.

 


***
სიმპტომები
ალერგიული რეაქციის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია გამომწვევზე. 
ყოველმა ცალკეულმა ალერგენმა (საკვები, მტვერი, მცენარე თუ სხვა) შეიძლება მთელი რიგი სიმპტომები გამოიწვიოს.
მათგან ყველაზე ხშირია:

რინიტი, ანუ სურდო – ცხვირის „გაჭედვა“, წყლიანი გამონადენი, ქავილი, ცემინება, ყურების ქავილი და დაგუბება.
ალერგიული კონიუნქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანის ალერგიული დაზიანება – სკლერების სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა.
ატოპური დერმატიტი, ანუ კანის ალერგიული დაზიანება – კანის სიწითლე, ქავილი, სიმშრალე.
ურტიკარია, ანუ კანის ალერგიული გამონაყარი – ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (სახის მიდამოს: ტუჩების, ქუთუთოების, ლოყების შეშუპება).
ბრონქული ასთმა , რომელსაც ახასიათებს სუნთქვის დარღვევა: ქოშინი, გაძნელებული ამოსუნთქვა, მსტვინავი სუნთქვა, შეტევითი ხველა.


***
ალერგენები
ალერგენთან კონტაქტის შეზღუდვა ან საერთოდ არიდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ალერგიისგან თავის დასაცავად. ამიტომ ძალიან სასარგებლოა იმის ცოდნა, რა შეიძლება იყოს ალერგიის გამომწვევი.

ალერგენებია:
ოთახის მტვერი
ცხოველის ბეწვი
ფრინველების ბუმბული
მწერების შხამი
მცენარეების მტვერი
ობი (უფრო ზუსტად – მასში არსებული სოკოს ჯგუფის ორგანიზმები)
საკვები
მედიკამენტები
საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნივთიერებები: პარფიუმერია, საღებავები, სარეცხის საშუალებები და სხვ.



კვებითი ალერგია

ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციის გამოწვევა ზოგიერთ საკვებ პროდუქტსაც შეუძლია. ესენია: ციტრუსები, ყურძენი, მარწყვი, პომიდორი, თხილეული, მჟავე კომბოსტო, ძეხვი, მაიონეზი და სხვ.
კვებითი ალერგიის დროს საჭიროა ალერგიული პროდუქტის ჩანაცვლება.
მაგალითად:
რძეზე ალერგიისას კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ რძე და რძის პროდუქტები. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ფერმენტირებული რძის პროდუქტებით.
მარცვლეულზე ალერგიისას იკრძალება მაკარონი, ფქვილის ნებისმიერი ნაწარმი, პური, ფაფები, ლუდი. ხორბლის ან ჭვავის პური უნდა ჩანაცვლდეს კარტოფილის ან სოიის ფქვილისგან მომზადებული პურით.
კვერცხზე ალერგიისას სიფრთხილეა საჭირო აცრებისადმი. ზოგიერთი ვაქცინა (წითელას, გრიპის და სხვა) დამზადებულია ქათმის ემბრიონის საფუძველზე.
თევზზე ალერგიისას არც თევზის ქონის მიცემა შეიძლება ბავშვებისთვის (რასაკვირველია, არც დიდებისთვის). თევზზე ალერგიულ ქალბატონებს სიფრთხილე მართებთ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების დროს. ისინი უნდა ერიდონ თევზის ქერცლისგან დამზადებულ კოსმეტიკას.
ყავაზე ალერგიისას ეს სასმელი უნდა ჩანაცვლდეს ბალახეული ჩაით.

 
პოლინოზი

ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული მტვერი, რომელიც უმცირესი ნაწილაკებისგან შედგება, მიჰყვება ქარს ან გადააქვთ ფრინველებს.  ეს მტვერი იწვევს ალერგიას მცენარეების მტვერზე, ანუ ე.წ. პოლინოზს, რაც გამოიხატება სურდოთი, ცემინებით, თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით – ალერგიული კონიუნქტივიტით.

პოლინოზის გამწვავებას ხელს უწყობს ამინდი: ცხელ და ქარიან ამინდში ალერგიული სიმპტომები მატულობს, წვიმა კი ჰაერიდან მტვრის ნაწილაკებს ჩამორეცხავს და პოლინოზის სიმპტომებიც მცირდება.

როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისგან?
პოლინოზთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ყვავილის მტვერთან კონტაქტის თავიდან აცილება, ამიტომ კარგად უნდა იცოდეთ ამა თუ იმ მცენარის ყვავილობის კალენდარი იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობთ (იხილეთ კალენდარი).

ისეთი ალერგენი, როგორიცაა –  მტვერი (ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარის მტვერი), ხვდება სასუნთქი სისტემის, თვალის, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და, ძირითადად, სასუნთქი სისტემის ალერგიას იწვევს.
ამ დროს ვითარდება:
ალერგიული რინიტი – ხასიათდება ცემინებით, ცხვირის, თვალისა და სასის ქავილით,  სურდოთი, ცხვირის დახშობით. რინიტითა და ასთმის სიმპტომოკომპლექსით;      

ბრონქული ასთმა  (ბრონქების ლორწოვანის ანთება) – ხასიათდება მოხრჩობისა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით, მსტვინავი სუნთქვით, მშრალი ხველით, ქოშინით.


წამლისმიერი ალერგია

ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს შემდეგი მედიკამენტები:

ანტიბიოტიკები
ინსულინი
ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები და შრატები
მეტამიზოლი (შედის ანალგინის შემცველობაში)
ნოვოკაინი
დიაზეპამი
ასპირინი, იბუპროფენი, ვოლტარენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
თვით ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატებიც კი და სხვა მრავალი.

საჭიროა, ერთმანეთისაგან განვასხვავოთ წამლისმიერი ალერგია და წამლების გვერდითი მოვლენები. სპეციალური ცოდნის გარეშე ძნელია ამ ორი ფენომენის გამიჯვნა, ამიტომ წამალზე ნებისმიერი უჩვეულო რეაქციისას მიმართეთ ექიმს!

თუ ოდესმე რომელიმე წამალზე გქონიათ რეაქცია, ჩაინიშნეთ და აცნობეთ თქვენს ექიმს, არ დაგავიწყდეთ, იმუნურ სისტემას კარგი მეხსიერება აქვს და შემდგომი ალერგიული რეაქცია იგივე წამლის განმეორებითი მიღებისას შეიძლება პირველზე უფრო ძლიერი და, ხშირად, სიცოცხლისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს!

თუ ზოგადად ალერგიული ხართ, ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ არც ერთი პრეპარატი!
კარგი იქნება, თუ ინფორმაციას თქვენი ალერგიულობის შესახებ დაწერთ ფურცელზე და მუდმივად იქონიებთ თან, პირადობის მოწმობასთან ერთად.

დაბოლოს
გახსოვდეთ – ალერგიის თვითმკურნალობა დაუშვებელია!
იმისთვის, რომ ალერგიას მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები არ მოჰყვეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ალერგოლოგი - ლალი ბუღაძე

22

/ აპრილი /

2019

საჭიროა თუ არა იმუნიტეტის გაძლიერება?

08

/ მაისი /

2018

წითელი ჯვრის მსოფლიო დღე

13

/ სექტემბერი /

2019

13 სექტემბერი - შოკოლადის საერთაშორისო დღე!

16

/ აპრილი /

2019

კანის ტიპები

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

ქირურგია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

23

/ მაისი /

2021

სისხლის უანგარო დონაციის აქცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.    აქციაში ჩაერთო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. საჩხერის სამედიცინ...

  • ვრცლად
  • 20

    / მაისი /

    2021

    უახლესი თაობის ჰიდრო გასტროსკოპიულ აპარატი.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში უახლესი თაობის ჰიდრო გასტროსკოპიულ აპარატს ვიყენებთ.  აპარატის უპირატესობებზე ექიმი, თემურ სისვაძე საუბრობს:⠀ ⠀ აპარატი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხ...

  • ვრცლად
  • 18

    / მაისი /

    2021

    კოვიდ 19-ის ანტისხეულების განმსაზღვრელი კვლევა.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია კოვიდ 19-ის ანტისხეულების განმსაზღვრელი კვლევის ჩატარება. ⠀⠀⠀ ⠀⠀⠀  ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს IgM,IgA და...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    032 2 111 000

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია