06

/ თებერვალი /

2020

გაზიარება:

D ვიტამინის როლი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში

     

      ვიტამინი D წარმოადგენს არა მარტო ვიტამინს, არამედ არის პროჰორმონი. ის არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, სინთეზდება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ასევე ხვდება ორგანიზმში საკვების გზით. ცნობილია, რომ კვირაში ორჯერ-სამჯერ 5-10 წუთით მზის აბაზანების მიღება საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმმა გამოიმუშავოს  D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა. თუმცა ვიტამინ D-ს მარაგი ძალიან მალე იწურება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე.

        D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაში. კერძოდ:

  • მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში. იგი  მნიშვნელოვან როლს  

ასრულებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებაში.

  • ამცირებს ვირუსული ინფექციით დასნებოვნების რისკს.
  • ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.
  • ჯანმრთელი ჩვილი და ჯანმრთელი ორსული.
  • D ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება ატოპიური დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან, მათ შორის ასთმის, ეგზემას და ატოპიური დერმატიტის განვითარებასთან.
  • ვიტამინი D აუცილებელია უჯრედების ზრდისა და მათ შორის კავშირის რეგულაციისათვის,რითაც ხელს უწყობს სიმსივნური დაავადებების პრევენციას.
  • D  ვიტამინის დეფიციტი ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, ჰიპერტენზიის, გაფანტული სკლეროზის, აუტიზმის, ალცჰაიმერის დაავადების, რევმატოიდული ართრიტის განვითარებასთან.

     მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს კვლევები D ვიტამინის სტატუსის დასადგენად. ამისთვის ხდება სისხლის შრატში 25(OH)D-ს რაოდენობის განსაზღვრა.

სისხლის შრატში ვიტამინ D-ს რაოდენობა დიფერენცირდება შემდეგნაირად:

  • ვიტამინ D-ს ნორმალური რაოდენობა - 30 – 100 ng/ml 
  • ვიტამინ D-ს ნაკლებობა  -  20 – 30 ng/ml 
  • ვიტამინ D-ს დეფიციტი   - < 20.0 ng/ml .

 თუ ვიტამინ D-ს რაოდენობა მეტია >100 ნგ/მლ-ზე, მაშინ ადგილი აქვს ვიტამინ D-ს სიჭარბეს, ანუ ჰიპერ D ვიტამინოზს.

     D ჰიპოვიტამინოზი  კლინიკურად ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლის შრატში ვიტამინ D-ს რაოდენობა ნაკლებია 20 ნგ/მლ-ზე.     

     იმის გამო რომ ვიტამინ D კარგად იხსნება ცხიმში, ჭარბწონიან ადამიანებში ვიტამინის დაგროვება ხდება ძირითადად ცხიმოვან ქსოვილში, შესაბამისად ადამიანებს ჭარბი წონით აღენიშნებათ ვიტამინ D-ს უფრო დაბალი დონე, ვიდრე ადამიანებს ნორმალური მასის ინდექსით.

      ბავშვები ატარებენ ბევრად მეტ დროს გარეთ, ვიდრე მოზრდილი ადამიანები, რის გამოც ბავშვებში აღინიშნება ვიტამინი D-ს ბევრად მაღალი დონე მოზრდილ პოპულაციასთან  შედარებით.

           საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების რეჟიმს. ერგოკალციფეროლი, ვიტამინ D2 ძირითადად შედის კვერცხის , თევზის ქონის და სოკოს შემადგენლობაში. ზვიგენის ქონი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ D2-ს.

   როგორ ავიცილოთ თავიდან ვიტამინი D-ს დეფიციტი:

  • გავატაროთ მეტი დრო შენობების გარეთ;
  • მივიღოთ მზის აბაზანები, განსაკუთრებით დღის 12 საათიდან 4 საათამდე.
  • მივირთვათ სრულყოფილი საკვები, გაჯერებული ზღვის პროდუქტებით, ვიტამინებითა და მინერალებით.
  • საძინებელი და მისაღები ოთახი ავარჩიოთ მზით განათებულ მხარეს.

ნებისმიერი მდგომარეობის და პათოლოგიის დროს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვიტამინი D-ს დეფიციტთან, რეკომენდებულია ჩატარდეს სპეციალისტის კონსულტაცია და სისხლის შრატში ვიტამინი D-ს რაოდენობის განსაზღვრა.

05

/ მაისი /

2018

5 მაისს მსოფლიო საზოგადოებრიობა შშმ პირთა უფლებებისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

24

/ ივნისი /

2019

კბილების მოვლა

17

/ აპრილი /

2018

გახსოვდეთ - ალერგიის თვითმკურნალობა დაუშვებელია!

16

/ აპრილი /

2019

კანის ტიპები

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    ამბულატორია (რაიონული პოლიკლინიკა)

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    17

    / მაისი /

    2020

    არტერიული ჰიპერტენზია

        არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას. ის არის ქრონიკული, მსოფლიოში მეტად გავრცელებული დაავადება, რომელ...

  • ვრცლად
  • 22

    / აპრილი /

    2020

    covid-19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

          კორონავირუსები წარმოადგენენ რნმ შემცველი ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგ. ჩვეულებრივი გაცივება და სხვა უფრო მძი...

  • ვრცლად
  • 06

    / თებერვალი /

    2020

    D ვიტამინის როლი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში

                ვიტამინი D წარმოადგენს არა მარტო ვიტამინს, არამედ არის პროჰორმონი. ის არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, სინთეზდება ადამია...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია