22

/ აპრილი /

2020

გაზიარება:

covid-19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

      კორონავირუსები წარმოადგენენ რნმ შემცველი ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგ. ჩვეულებრივი გაცივება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა SARS, MERS და COVID-19. კორონავირუსების გენომი წარმოდგენილია ერთძაფიანი პოზიტიური რნმ-ით.

      კორონავირუსი SARS-CoV-2 არის ახალი სახეობა, რომელიც ადრე არ იყო გამოვლენილი ადამიანებში. იგი  პირველად გამოვლინდა 2019 წლის დეკემბერში ქ. უჰანში, ჩინეთში.

COVID -19  გადაცემის გზები

COVID-19 გადაცემა ხდება წვეთოვანი და კონტაქტური გზით. შემთხვევათა უმრავლესობა ინფიცირდება სიმპტომურ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტით. დახურულ სივრცეებში დიდი ხნით ყოფნისას ადამიანების ინფიცირება შესაძლოა მოხდეს აეროზოლითაც. 

  • SARS-CoV-2 გარემოში ძლებს რამოდენიმე დღე. 560C-ზე ცოცხლობს 30 წუთი, ხოლო 700C-ზე  - 5 წთ.
  • ვირუსი მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების და მაღალი ტემპერატურის მიმართ. ინაქტივირდება უნივერსალური სადეზინფექციო (ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, 75%-იანი ეთანოლი და სხვ.) საშუალებებით.
  • SARS-CoV-2 ორგანიზმში შეჭრისთვის იყენებს ტრანსმემბრანულ ACE-2 რეცეპტორს. 

ნიშნები და სიმპტომები 

COVID-19 ძირითადად  გვაძლევს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების (შედარებით ნაკლებად გასტროინტესტინური) დაავადებათა სიმპტომატოკომპლექსს. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება ზოგადი სიმპტომები (თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, წონაში კლება) და ქვედა სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომები (ხველა, ცხელება). კლინიკაში მიმმართულ პაციენტთა მხოლოდ 50%-ს აღენიშნება ცხელება. დაავადებულთა 10%-ში საწყისი სიმპტომები შეიძლება წარმოადგენდეს გულისრევას და დიარეას. პაციენტების 2%-ს შეიძლება აღენიშნებოდეთ ფარინგიტი ან ტონზილების  გადიდება. ,,ჩუმი ჰიპოქსემია” - ჰიპოქსემია და სუნთქის უკმარისობა დისპნეის გარეშე.

დაავადების ტიპური მიმდინარეობა

  • ინკუბაციური პერიოდი არის დაახლიებით 4 დღე (შუალედი მერყეობს 2-7 დღე) თუმცა შეიძლება იყოს 14 დღე და მეტიც
  • მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში;  15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში - ძალიან მძიმედ (კრიტიკულად).
  • სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზედ იშვიათია.
  • მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია. აღენიშნებათ მხოლოდ დაბალი ცხელება და საშუალოდ გამოხატული სისუსტე.
  • მსუბუქად მიმდინარე დაავადების დროს სიმპტომების გაჩენიდან საშუალოდ 20 დღეში პაციენტი გამოჯანმრთელდება. თუმცა შეიძლება გამოჯანმრთელება გახანგრძლივდეს. 
  • მძიმე მიმდინარეობისას დაავადება პროგრესირებს სწრაფად. შესაძლოა განვითარდეს  მრდს, სეფსისი, სეპტიური შოკი, მეტაბოლური აციდოზი (რომელიც რთულად კორეგირდება), პოლი-ორგანოთა უკმარისობა და სხვ.
  • მძიმედ მიმდინარე შემთხვევები გამოჯანმრთელდებიან სიმპტომების გაჩენიდან 3-6 კვირის ფარგლებში.
  • მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
  • COVID-19 პაციენტთა უმრავლესობას კარგი პროგნოზი აქვს. ხანდაზმულ და ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში ხშირია არასახარბიელო გამოსავლები.   

COVID-19-ის კლინიკური სინდრომები:

  • მსუბუქი (გაურთულებელი) შემთხვევა:

პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები:
ცხელება, დაღლილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, მიალგია, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი.

ხანდაზმული ასაკის და აგრეთვე იმუნოსუპრესირებულ პირებში შესაძლოა განვითარდეს ატიპიური სიმპტომები.

მსუბუქი (გაურთულებელი) ინფექციით პაციენტებს  არ აღენიშნებათ დეჰიდრატაციის, სეფსისის და სუნთქვის გაძნელების ნიშნები.

  • მსუბუქი პნევმონია:

პაციენტი პნევმონიით. მძიმე პნევმონიის ნიშნები არ აღინიშნება და ოქსიგენოთერაპიის საჭიროება არ არის.

  • მძიმე მიმდინარეობა:

სუნთქვის უკმარისობა 30/წთ

 სატურაცია 93% ჰაერზე

 PaO/FiO 300 mm Hg.

 პაციენტებში რადიოლოგიურად პარენქიმის> 50% დაზიანებით, რომელიც პროგრესირდა 24-48 სთ

მიზეზები

surviving sepsis campgain, ბერლინის დეფინიცია

COVID 19 = ARDS

  • მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი
  • მძიმე პნევმონია
  • ჩუმი ჰიპოქსემია - დაბალის სატურაცია, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის გარეშე

COVID 19 = ARDS

  •  პულმონური პერფუზიის დისრეგულაცია(ჯგუფი LL)
  • დაბალი ელასტიურობა
  • დაბალი V/Q
  • დაბალი წელვადობა
  • ცუდი პასუხი PEEP
  • დაავადების ადრეულ ეტაპზე
  •  ARDS like ფილტვის შეშუპება, კოლაფსი (ჯგუფი H)
  • მაღალი ელასტიურობა
  • მაღალი წელვადობა
  • დიდი R—to L  შუნტი

კარგი პასუხი PEEP

ანალიზები:

ლაბორატორიული კვლევები

 ყოველდღიური ლაბორატორიული კვლევები

ელექტროლიტები, კრეატინინი, მაგნიუმი, ფოსფატი , სისხლის საერთო ანალიზი (CBC)  პერიოდული ლაბორატორიული კვლევები 1 x 48სთ.

 D-დაიმერი • C-რეაქტიული ცილა (CRP) • ფერიტინი, ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH) • ტროპონინი (B&W guidelines) ჰოსპიტალიზირებისას - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და დამატებით: • ორსულობის ტესტი რეპროდუქტიული ასაკის ქალებში  • სისხლის კულტურა x2 • ტრაქეის ასპირატის კულტურა • შარდში ლეგიონელა და პნევმოკოკის ანტიგენის განსაზღვრა • ღვიძლის ფუნქციური სინჯები  • კოაგულოგრამა: INR, PTT, ფიბრინოგენი

ანთებითი მარკერები

C-რეაქტიული ცილა (CRP)

• COVID-19-ით ინფიცირების დროს იზრდება CRP. მისი მაჩვენებელი გარკვეულ კორელაციაშია დაავადების სიმძიმესა და პროგნოზთან. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნება მძიმე სუნთქვის უკმარისობა და აქვთ ნორმალური CRP, მიიჩნევა რომ სიმძიმე არაა დაკავშირებული COVID ინფექციასთან (შეიძლება იყოს გულის უკმარისობა .);

• Young et al. 3/3  აღწერა დაბალი  CRP-ის დონე პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ ჟანგბადის მიწოდებას (ნიშნავს 11მგ/ლ, საშუალო დიაპაზონია 1-20მგ/ლ) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც გახდნენ ჰიპოქსემიურები (66mg/l, საშუალო  დიაპაზონია 48-98მგ/ლ) 

  • Ruan et al 3/3  CRP-ის დონე კავშირშია სიკვდილიანობასთან (გადარჩენილი პაციენტების CRP- ს საშუალო მაჩვენებელი არის ~ 40 მგ/ლ, საშუალო დიპაზონით  ~ 10-60 მგ/ლ, ხოლო პაციენტებს ლეტალური გამოსავლით ჰქოდათ - 125 მგ/ლ, საშუალო დიპაზონით ~ 60 - 160 მგ/ლ) (წარმოდგენილია ქვევით პროგნოზის სექციაში პროგნოზი).

პროკალციტონინი

მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ინფიცირების დროს შეიძლება ზომიერად გაიზარდოს  პროკალციტონინის  დონე( მაგ: ~ 1-10 ნგ/მლ ფარგლებში).მაგალითად, ,მძიმედ მიმდინარე პაციენტთა  14%-ს აღენიშნებოდა პროკალციტონინის დონე >0.5 ნგ/მლ ზე მეტი.  (Guan et al 2/28). •პაციენტებთან  დადასტურებული COVID-19-ით, პროკალციტონინის დონის ზრდა არის ცუდი პროგნოზის მანიშნებელი (შესაძლოა ასახავდეს ციტოკინების შტორმს) 

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

  • COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს  პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი წარმოადგენს.
  • იმუნოფერმენტული ანალიზის და/ან სწრაფი მარტივი მეთოდის გამოყენებით  შესაძლებელია განისაზღვროს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო IgM და IgG სისხლში ან SARS-CoV-2-ის ანტიგენი ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში.
  • SARS-CoV-2 პჯრ ტესტის არარსებობის შემთხვევაში  უნდა გამოირიცხოს რესპირაციული ტრაქტის სხვა ვირუსული ინფექციები.

მასალის აღება უნდა მოხდეს პერსონალური თავდაცვის საშუალებების გამოყენებით .მასალა არ უნდა იქნას აღებული ნესტოებიდან ან ტონზილებიდან, რადგან ეს შესაძლოა გახდეს არასწორი პასუხის მიზეზი. COVID-19 საეჭვო პაციენტში, განსაკუთრებით პნევმონიის ან მძიმე დაავადების დროს, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში ტესტის უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს დიაგნოზს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებით ზემო და ქვემო სასუნთქი გზებიდან მასალის აღება. ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პოზიტიური შედეგის ალბათობა უფრო მაღალია. ნახველის ინდუცირებისგან საჭიროა თავის შეკავება აეროზოლის წარმოქმნის საფრთხის გამო. დადასტურებული COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ ყველა პაციენტში, უნდა გავიმეოროთ ზემო და ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის პჯრ კვლევა ან სწრაფი მარტივი მეთოდით კვლევა, რათა შეფასდეს ვირუსის კლირენსი. საჭიროებიდან გამომდინარე მასალის აღება უნდა მოხდეს მინიმუმ ყოველ 2-4 დღეში.  ვირუსის სპეციფიკური IgM სისხლში ჩნდება დაავადების დაწყებიდან დაახლოებით მე-7 დღეს, პიკი 14 დღე, გრძელდება 21 დღემდე. ინფექციის მწვავე ფაზასთან შედარებით გამოჯანმრთელების სტადიაზე აღინიშნება IgG-ის ტიტრის ოთხჯერადი მატება. ინფორმატიულია მე-14 დღიდან, პიკი 21-ე დღე;   

გულ-მკერდის რენტგენოგრაფია (CXR)   & კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

როგორც წესი ვლინდება “დაბურული მინის” სურათი (Patchy ground glass opacities), რომელიც პრედომინანტურად ვლინდება პერიფერიულად და ბაზალურად (Shi et al 2/24).  დაავადების გამწვავების პროცესში ფილტვების სეგმენტების ჩართულობა  რაოდენობრივად  იზრდება. დროთა განმავლობაში “დაბურული მინის” სურათი შეიძლება გადაიზარდოს უფრო მაღალი სიმკვრივის კონსოლიდაციებში.

• ინფილტრაციები შეიძლება უფრო პლევრალური გამონაჟონი არის იშვიათი (ნანახია მხოლოდ  ~5%).

• COVID-19 არ იწვევს მასებს, კავიტაციას ან ლიმფადენოპათიას. გულმკერდის რენტგენოგრაფიის  მგრძნობელობა არის უფრო დაბალი ვიდრე CT სკანირების.

COVID-19-ის  მკურნალობა და მართვა

მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების მართვა

  მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის.

პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმტომური მკურნალობა, მათ შორის ცხელებით პაციენტებში  - ანტიპირეტული საშუალებების მიცემა.

პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ დაავადების გართულების სიმპტომების შესახებ. ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ კლინიკას.

მოქმედების ზოგადი სქემა ჰიპოქსიური, არაინტუბირებული პაციენტებისთვის:

ყოველდღიური გასინჯვა (შემოწმება)

ყურადღება მიაქციეთ:

  • ფიზიკური გასინჯვა ნაკლებად ინფორმატიულია ცნობიერებაზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც ზუსტად შეუძლიათ სიმპტომების გადმოცემა.
  •   არ გამოიყენოთ სტეტოსკოპი! (ეს არის ინფექციის გავრცელების დამატებითი წყარო).
  •  კლინიკური მდგომარეობის შეცვლისას, ჩვენების მიხედვით სასურველია გულისა და ფილტვის ულტრასონოგრაფიის  (ექოსკოპიის) ჩატარება.
  • ფილტვის ულტრასონოგრაფია (არა აუსკულტაცია!) ფილტვის სტატუსის შეფასებისათვის სასურველი მეთოდია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

• მიზანია ნულოვანი ან უარყოფითი ბალანსი

• ერიდეთ სითხის ბოლუსებს 

• ერიდეთ საბაზისო სითხის ინფუზიას (ANZICS guidelines). ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შეჩერება (განსაკუთრებით ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები (ACE-inhibitors), ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (ARBs) ) ჯერ კიდევ საკამათოდ რჩება.

სასუნთქი სისტემა

 ჟანგბადის მიწოდება, სტრატეგია დამოკიდებული უნდა იყოს ჟანგბადის მოთხოვნილებაზე. ამ დროისათვის, გაიდლაინების უმრავლესობა რეკომენდაციას უწევს მაღალ ნაკადიან ნაზალურ კანულას (HFNC) (e.g. SSC campaign, ANZICS) იმ პაციენტებში, რომლებსაც დაბალ ნაკადიანი ნაზალური კანულა არ ყოფნით. სუნთქვს უკმარისობის მქონე პაციენტებში ინტუბაციის ჩვენების ზღურბლი  უნდა იყოს ჩვეულებრივზე დაბალი. მნიშვნელოვანია წინასწარი შეთანხმება ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთან იმ პაციენტებისთვის რომელთაც აქვთ ჟანგბადის მზარდი მოთხოვნილება. გამოიყენეთ  გულმკერდის პორტატული რენტგენოგრაფია მხოლოდ აუცილებელი ჩვენების შემთხვევაში  სამიზნე ჟანგბადის სატურაცია უმეტესობა პაციენტებში - ~ 92-96% (ზედმეტი ჯანგბადის გამოყენება შესაძლოა იყოს მავნებელი და ჰოსპიტალისთვის ზედმეტი დანახარჯი)(SSC guidelines).

• ერიდეთ ბრონქოდილატატორების ამაორთქლებლით/ნებულაიზერით მიწოდებას

• გამოიყენეთ ბრონქოდილატატორები მხოლოდ  კონკრეტული ჩვენების შემთხვევაში

ამაორთქლებლების ნაცვლად გამოიყენეთ დოზირებული ინჰალატორი (4-8 შესხურება უხეშად 1 ამაორთქლებლით ინჰალაციის ექვივალენტურია).  

შარდ-გამომყოფი სისტემა

 ერიდეთ ნეფროტოქსინებს ( განსაკუთრებით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (NSAIDs) ). • საჭიროა კალიუმის და მაგნიუმის აგრესიული კორეგირება პაციენტებთან, რომლებიც არიან იმ მედიკამენტოთერაპიაზე, რომელთაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ეფექტი (მაგ. ქლოროქინი, ჰიდროქსილქლოროქინი (პლაქვენილი)).

ინფექციური დაავადებები

დასაწყისში პაციენტების უმრავლესობას ეძლევა ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია, ბაქტერიული პნევმონიის საწინააღმდეგოდ(მაგ. აზიტრომიცინი და ცეფტრიაქსონი).

• განიხილეთ ანტი-ვირუსული თერაპია( მაგ. ჰიდროქსილქლოროქინი (პლაქვენილი) ან რემდესივირი).

• შემდგომში იმოქმედეთ მიკრობიოლოგიური კვლევების მიხედვით.

ჰემატოლოგია

• ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) პრევენცია (გრძელდება სანამ თრომბოციტების რაოდენოდა არ ჩამოსცდება  30 000-ს, რადგან COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების (DIC) პრო-კოაგულაციური ფორმა, მიუხედავად თრომბოციტების მცირე რაოდენობისა (B&W guidelines). (PLT < 25 000 ISTH guidelines 3/25 მიხედვით).  მიმართეთ კონსერვატიულ ტრანსფუზიულ თერაპიას (ძირითადად ერიდეთ სისხლის ტრანსფუზიას თუ  ჰემოგლობინი <7მგ/დლ ან <8მგ/დლ არსებულ მიოკარდიუმის იშემიასთან ერთად) განიხილეთ დიურეტიკი ტრანსფუზიასთან ერთად ნულოვანი ბალანსის შესანარჩუნებლად.

 

 ნევროლოგია

• შესაძლებელია პარაცეტამოლი 1 გრამის მიცემა ენტერალურად ყოველ 6 სთ-ში ანტიპირეტული და ანლგეზიური ეფექტის მისაღწევად, მელატონინი 5 მგ ძილის წინ.

ერიდეთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს(NSAIDs) (ნეფროტოქსიურობისა და შესაძლო ACE2 რეცეპტორთა აფრეგულაციის გამო, რომელიც გამოიწვევს ინფექციის გაუარესებას).

 

06

/ მარტი /

2018

საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვი უფასო კონსულტაციას ჩაატარებს

27

/ აპრილი /

2018

რა უნდა ვიცოდეთ მალარიის შესახებ?

21

/ მაისი /

2018

ნევროლოგ არჩილ ზაბახიძის უნიკალური ოპერაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში

16

/ აპრილი /

2019

კანის ტიპები

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    გინეკოლოგია

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    17

    / მაისი /

    2020

    არტერიული ჰიპერტენზია

        არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას. ის არის ქრონიკული, მსოფლიოში მეტად გავრცელებული დაავადება, რომელ...

  • ვრცლად
  • 22

    / აპრილი /

    2020

    covid-19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

          კორონავირუსები წარმოადგენენ რნმ შემცველი ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგ. ჩვეულებრივი გაცივება და სხვა უფრო მძი...

  • ვრცლად
  • 06

    / თებერვალი /

    2020

    D ვიტამინის როლი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში

                ვიტამინი D წარმოადგენს არა მარტო ვიტამინს, არამედ არის პროჰორმონი. ის არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, სინთეზდება ადამია...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია