12

/ ივნისი /

2018

გაზიარება:

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა შრომა – ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებასა და მომავალს, ზოგადად. 

პრობლემის გაცნობიერება ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია და სწორედ ეს არის ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის მიზანი.

შრომის ზოგიერთი სახე ბავშვისთვის, მისი უნარების განვითარებისთვის, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს, თუმცა განსაზღვრულ დონემდე;
ბავშვთა შრომას კი ვუწოდებთ ისეთ მუშაობას, რომელიც ბავშვებს ართმევს ბავშვობას, მავნეა მათი ფიზიკური, ინტელექტუალური თუ სოციალური განვითარებისთვის. 

დაუშვებელია ბავშვის მუშაობა მავნე გარემოში (მტვერი, კვამლი, მაღალი ტემპერატურა, სიცივე და სხვ.);
სახიფათოა, როცა ბავშვს მუშაობა უწევს საშიშ ნივთიერებებთან (ქიმიური ან ასაფეთქებელი ნივთიერებები) ან პროცესებთან, რომლებიც საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის.
დაუშვებელია მუშაობა საშიშ პირობებშიც (მიწის ქვეშ, სახიფათო სიმაღლეზე ან დახურულ სივრცეში, წყალში და სხვ.). ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება საშიშ აპარატურასთან ან საშიში აღჭურვილობით მუშაობა, ანდა სამუშაო, რომელიც მძიმე ტვირთის ტარებას მოითხოვს. 

როცა საქმე ბავშვებისთვის საზიანო სამუშაოს ეხება, პირველ რიგში, ყოველთვის ქუჩაში მომუშავე ბავშვები გვახსენდებიან. მათ შემთხვევაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა მტვერსა და კვამლში, ხმაურის ან ვიბრაციის ფონზე, უკიდურეს სიცხესა თუ სიცივეში მუშაობაა.

საბედნიეროდ, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულობის მაჩვენებელი მაღალი არ არის და ამ მხრივ საგანგაშო ქვეყნების რიცხვს არ მივეკუთვნებით, თუმცა ეს საკითხი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

17

/ აპრილი /

2018

გახსოვდეთ - ალერგიის თვითმკურნალობა დაუშვებელია!

05

/ მაისი /

2018

5 მაისს მსოფლიო საზოგადოებრიობა შშმ პირთა უფლებებისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

27

/ აპრილი /

2018

რა უნდა ვიცოდეთ მალარიის შესახებ?

17

/ აპრილი /

2018

ჰემოფილია აღარ არის სასიკვდილო განაჩენი!

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    გადაუდებელი დახმარება

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    12

    / ივნისი /

    2018

    12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა

    შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა შრომა – ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებასა და მომავალს, ზოგადად.  პრობლემის გაცნობიერ...

  • ვრცლად
  • 21

    / მაისი /

    2018

    ნევროლოგ არჩილ ზაბახიძის უნიკალური ოპერაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში

    პაციენტი ა.ნ.  კლინიკაში შემოსვლისას უჩიოდა მეტყველების  გაძნელებას, ძალისა და მგრძნობელობის დაკარგვას მარცხენა კიდურებში,  დეზორიენტირებული იყო დროსა და სივრცე...

  • ვრცლად
  • 08

    / მაისი /

    2018

    წითელი ჯვრის მსოფლიო დღე

    ყოველწლიურად 8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    0435 22 58 79

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია