05

/ ივნისი /

2019

გაზიარება:

ჯანსაღი კვების როლი

სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორცილებას. სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად. კვების სრულფასოვნებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება.
 

ცილები ანუ პროტეინები სიცოცხლისათვის აუცილებელ სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენენ და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს შეადგენენ. სხეულს ცილები სჭირდება იმისთვის,რომ შეინარჩუნოს, ჩაანაცვლოს ქსოვილები, იფუნქციონიროს და გაიზარდოს. პროტეინების დღიური მოთხოვნილება ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის და დამოკიდებულია მათ აქტიურობაზე. პროტეინის ნორმას გასაზღვრავს ქსოვილების ზრდა, ტრავმები, ორსულობა.

პროტეინით მდიდარი საკვები: ხორცი, კვერცხი, კვერცხის ცილა, ყველი, რძე, წითელი ლობიო, თევზი(ორაგული) და ა.შ.

ცხიმები ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სხეულს ცხიმი სჭირდება ზრდისთვის, ენერგიისათვის, ასევე გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესისთვის. ცხიმი არის ენერგიის ყველაზე ძნელად ათვისებადი წყარო, მაგრამ ამავედროს ყველაზე ეფექტური.

ყველა ცხიმი არ არის ერთნაირი. გარკვეული ცხიმები ნეგატიურ გავლენას ახდენენ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო რამ გააჩნია. ცხიმები ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენი დიეტისთვის, როგორც ცილები და ნახშირწყლები, რომლებიც ენერგიით ავსებენ თქვენ სხეულს. ზოგიერთი სხეულის ფუნქცია დამოკიდებულია ცხიმების არსებობაზეჯანმრთელი ცხიმები  მნიშვნელვანია თქვენი დიეტისთვის, მაგრამ ასევე საჭიროა მათი ზომიერი მოხმარება, რადგან ყველა ცხიმი მაღალკალორიულია და ეცადეთ არაჯანსაღი ცხიმი ჩაანაცვლოთ ჯანსაღი ცხიმებით.

ნახშირწყლები სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყაროდა ჩვენი ორგანიზმის ძირითად საწვავს წარმოადგენს. ნახშირწყლების ორი ტიპი არსებობს: რთული და მარტივი. რთული ნახშირწყლები ათვისების მხრივ ნაკლები სისწრაფით გამოირჩევიან. ისინი გვხვდება მარცვლეულ პროდუქტებში(პური, ხორბალი, სიმინდი) და მცენარეებში (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი).მარტივი ნახშირწყლები კი სწრაფად ათვისებადი ნივთიერებებია. პროდუქტებიხილი, რძის პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს.

ვიტამინების ძირითად წყაროს მცენარეულობა წარმოადგენს, თუმცა ისინი ასევე მოიპოვება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, მაგ: ხორცში, კვერცხში და რძის პროდუქტებში. დაბალანსებული კვების დროს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინები ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება, ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს მათი მიღება დამატებით სხვადასხვა პრეპარატის სახით აღარ სჭირდება. ვიტამინების მოთხოვნილება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ბავშვებს, მოზარდებს, პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე ხნიერ ადამიანებს ვიტამინების შედარებით  მეტი რაოდენობა ესაჭიროებათმკვეთრად შემცირებული რაციონის მქონე დიეტების დაცვისას ან კვებიდან გარკვეული პროდუქტების ამოღებით, აუცილებლად ვითარდება და მატულობს ვიტამინების დეფიციტი. ამის გამო, ხშირად ცივდებიან, უარესდებათ კანის ხარისხი, იყოფა თმები, ემტვრევათ ფრჩხილები.

მინერალური ნივთიერებების მიღება აუცილებელია ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ენერგეტიკულ რესურსებთან ერთად. მინერალური ნივთიერებები არ სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ მათი მიწოდება საკვების საშუალებით უნდა მოხდეს. მინერალების დეფიციტს სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. მინერალების გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია. დღესდღეისობით მინერალების და ვიტამინების დეფიციტი კვებაში ფართომასშტაბიანი პრობლემაა. დეფიციტის ზრდაზე გავლენა იქონია იმ ცვლილებებმა, რაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესსა და კვებაში მოხდა. მინერალების დეფიციტს მთელი რიგი ფუნქციონალური დარღვევების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. ქვეითდება ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ხოლო კონკრეტული მინერალის უკმარისობა კი სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები და უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას

ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია. მიიღეთ  ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და იკვებეთ ჯასაღი პროდუქტებით. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, განვითარების და ორგანიზმის ზრდის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

 

 

23

/ აპრილი /

2019

კატალონიური ვარდებიდან წიგნებამდე

23

/ აპრილი /

2019

საშვილოსნოს ყელის კიბო

20

/ მაისი /

2019

ნაოჭების გაჩენის ფაქტორები

22

/ აპრილი /

2019

რა ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს უნაყოფო წყვილმა

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

ქირურგია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

16

/ თებერვალი /

2021

უფასო კონსულტაციები ოტორინოლარინგოლოგთან.

ყოველ პარასკევს, უფასო კონსულტაცია ოტორინოლარინგოლოგ ალექსანდრე კობახიძესთან.⠀ ⠀ განათლება:⠀  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი⠀  ბელორუსის დიპლომის შემდგომი განათლებ...

  • ვრცლად
  • 05

    / თებერვალი /

    2021

    ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში !

     თანამედროვე ქირურგიის “ოქროს სტანდარტი” - ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია!⠀ ⠀  ოპერაციის ჩატარების მეთოდი მოიცავ...

  • ვრცლად
  • 17

    / ნოემბერი /

    2020

    პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია უკვე შესაძლებელი.  ოპერაციის მიზანია გადიდებული პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია