18

/ ივნისი /

2019

გაზიარება:

სქოლიოზი მოზარდებში

სქოლიოზი ერთ–ერთი  ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოზარდებს შორის. ბავშვებში მნიშვნელოვნად იმატა ტანადობის დარღვევამ. ხშირ შემთხვევაში სქოლიოზი ნელა და  შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც მისი გამოვლენა გვიან ხდება.


მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მის დროულ გამოვლენაზე. დაგვიანების შემთხევვაში შესაძლებელია სქოლიოზი სხვა დაავადების მიზეზად იქცეს. მან შეიძლება გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება,  გარეგნული დეფექტი, რომელიც დამთრგუნველია მოზარდებისთვის და უარყოფითად მოქმედებს მათ ცხოვრებაზე.

არსებობს სქოლიოზის შემდეგი ფორმები: კისრის მალების, გულმკერდის, წელის მალების და გულმკერდ-წელისა. მოზარდებში უფრო ხშირად გულმკერდის სქოლიოზი გვხვდება.

სქოლიოზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ხშირად ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია. მისი გამომწვევი მიზეზებია: არასწორი ჯდომა, სპორტით ნაადრევად დაკავება, სიმძიმით დატვირთვა დ ა.შ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ხარისხის და ფორმისაა დაავადება. სქოლიოზის დიაგნოზის დასასმელად  მოზარდის სხეულს ექიმი ათვალიერებს და  განსაზღვრავს მკურნალობის რამდენი კურსი ესაჭიროება პაციენტს. რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი დანიშნულებააპროცესის შეჩერება  და ტანადობის გამოსწორება.

არსებობს სქოლიოზის ოთხი ხარისხი:
• I
ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 10 გრადუსია.
• II -
ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 10-25 გრადუსია.
• III -
ხარისხის დროს გამრუდების კუთხე არის 25- 40 გრადუსი.
• IV -
ხარისხის დროს გამრუდების კუთხე არის 40-90 გრადუსი

პირველი,  მეორე და მესამე ხარისხის დასაწყისის დროს ეფექტურია კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს სამკურნალო მასაჟს, ვარჯიშს, გაჯანსაღებელ ღონისძიებებს და ა.შ. რაც შეეხება , მესამე ხარისხის გვიან პერიოდსა და მეოთხე ხარისხს ხშირ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული მკურნალობა.

მშობლებს ვურჩევთ, რომ  მეტი ყურადღება მიაქციოთ შვილის ტანადობას, თუკი ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს მოარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ყოველთვის უნდა აკონტროლებდეთ ბავშვის ხერხემალს და მიმართოთ ექიმ–ორთოპედს კონტროლის მიზნით. დაავადების  დროულად აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან აიცილოთ გართულებები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სქოლიოზის შედეგად.

 

30

/ აპრილი /

2019

სტრიების გაჩენის მიზეზები და მასთან გამკლავების მეთოდები

24

/ ივნისი /

2019

კბილების მოვლა

16

/ აგვისტო /

2019

როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

18

/ აპრილი /

2019

რა გავლენას ახდენს ცხოვრების სტილი ჩვენს ორგანიზმზე

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    კარდიოლოგია

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    16

    / აგვისტო /

    2019

    როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

           ზაფხული საუკეთესო დროა ყოველგვარი მწერის გავრცელებისა და გამრავლებისთვის. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურად...

  • ვრცლად
  • 27

    / ივნისი /

    2019

    როგორ დავიცვათ კანი მზისგან

    კანის პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ჩნდება, მზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.  ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობენ ნაოჭების გაჩენას, ნაადრევ დაბერებას, ...

  • ვრცლად
  • 24

    / ივნისი /

    2019

    კბილების მოვლა

    ადამიანის განწყობა ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კბილები, საჭიროა დაიცვათ კბილის მოვლის წესები. პირის ღრუს სწორი მოვ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია