23

/ აპრილი /

2019

გაზიარება:

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო არის კიბოს ტიპი, რომელიც გვხვდება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზებს შორის მთავარ როლს, ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) სხვადასხვა სახე და სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ასრულებს.

პაპილომა ვირუსის შემთხვევაში, ქალის იმუნური სისტემა, როგორც წესი, უზრუნველყოფს ვირუსის თავიდან აცილებას. თუმცა, ქალთა მცირე ჯგუფში,  ვირუსი ნარჩუნდება წლების განმავლობაში, ხელს უწყობს პროცესს, რომელიც საშვილოსნოს ზედაპირზე ზოგიერთ უჯრედს კიბოს უჯრედად გადააქცევს.

სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ ეტაპს ზოგადად არ ახასიათებს ნიშნები ან სიმპტომები.

შემდგომ ეტაპებს კი შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  1. ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს, ციკლს შორის ან მენოპაუზის შემდეგ.
  2. წყლიანი, სისხლიანი გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება ქონდეს სუნი.
  3. მენჯის ტკივილი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

მიმართეთ ექიმს, თუ კი რომელიმე სიმპტომი თქვენში ეჭვს იწვევს.

მიზეზები

საშვილოსნოს ყელის კიბო იწყება, როდესაც ჯანსაღი უჯრედები იწყებენ გენეტიკურ ცვლილებას (მუტაციას), რაც გარდაქმნის მათ პათოლოგიურ უჯრედებად.

კიბოს უჯრედები იზრდებიან და მრავლდებიან ძალიან სწრაფად და ისინი არ იღუპებიან. დაგროვილი პათოლოგიური უჯრედები ქმნიან მასას (სიმსივნეს). კიბოს უჯრედები იჭრებიან  სხეულის სხვა ნაწილებში და განიცდიან მეტასტაზიზაციას.

გაუგებარია რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, მაგრამ ფაქტია, რომ HPV იღებს ამაში მონაწილეობას. HPV ძალიან ხშირია და ამ ვირუსის მატარებელი ქალების უმეტესობას არ უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ფაქტორები, როგორიცაა გარემო ან თქვენი ცხოვრების წესიგანსაზღვრავს საშვილოსნოს ყელის კიბოსადმი მიდრეკილებას.

27

/ ივნისი /

2019

როგორ დავიცვათ კანი მზისგან

16

/ აგვისტო /

2019

როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

13

/ ნოემბერი /

2020

აორტო-კორონალური შუნტირება მინი ინვაზიური მეთოდით.

22

/ აპრილი /

2020

covid-19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

ქირურგია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

16

/ თებერვალი /

2021

უფასო კონსულტაციები ოტორინოლარინგოლოგთან.

ყოველ პარასკევს, უფასო კონსულტაცია ოტორინოლარინგოლოგ ალექსანდრე კობახიძესთან.⠀ ⠀ განათლება:⠀  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი⠀  ბელორუსის დიპლომის შემდგომი განათლებ...

  • ვრცლად
  • 05

    / თებერვალი /

    2021

    ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში !

     თანამედროვე ქირურგიის “ოქროს სტანდარტი” - ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია!⠀ ⠀  ოპერაციის ჩატარების მეთოდი მოიცავ...

  • ვრცლად
  • 17

    / ნოემბერი /

    2020

    პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია უკვე შესაძლებელი.  ოპერაციის მიზანია გადიდებული პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია