16

/ აგვისტო /

2019

გაზიარება:

როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

       ზაფხული საუკეთესო დროა ყოველგვარი მწერის გავრცელებისა და გამრავლებისთვის. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურადღებოა მათი ნაკბენის შედეგად განვითარებული ალერგიული რეაქციები.ალერგიული რეაქცია მწერის ნაკბენზე სტატისტიკურად ყველაზე იშვიათად ვლინდება.

      მწერის ნაკბენი ადვილი ამოსაცნობია ქავილით, რაც ორგანიზმის ადგილობრივი საპასუხო რეაქციაა იმ ნივთიერებაზე, რომელიც  კბენისას ორგანიზმში ხვდება. ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს როგორც კბენისთანავე, ისე რამდენიმე საათის შემდეგ; შესაძლოა იყოს ადგილობრივიც და გენერალიზებულიც. მწერების უმრავლესობის ნაკბენი მხოლოდ ადგილობრივ რეაქციებს იწვევს, თუმცა ფუტკრის, კრაზანას, ბუზანკალისა და მორიელის კბენის შემდეგ ხშირად ვითარდება ზოგადი ალერგიული რეაქცია, რაც გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინებით.შედეგად ნაკბენი შუპდება და წითლდება, ადამიანი უჩივის წვასა და ქავილს. ჩივილებმა შესაძლოა  24 საათზე მეტხანსაც გასტანოს. ზოგადი ალერგიული რეაქციისას ადგილობრივ მოვლენებთან ერთად აღინიშნება აღგზნება, გაფანტული გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებაც. ზოგადი რეაქციის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. იგი ალერგიულ პირებს ფეხსახსრიანთა ტოქსინის მიმართ უვითარდებათ.

    სხვადასხვა მწერის ნაკბენი სხვადასხვაგვარად გამოვლინდება,კერძოდ:

   კოღო

   კოღოს კბენისას მისი ნერწყვი  ხვდება კანქვეშ. იგი შეიცავს ტოქსინსა და ანტიკოაგულანტს - სისხლის შედედების შემაფერხებელ ნივთიერებას. ნაკბენი ადგილის გაღიზიანება და ძლიერი ქავილი სწორედ ნერწყვზე ორგანიზმის ალერგიის შედეგია.

      რწყილები და ბაღლინჯოები

უფრთო, მაგრამ საკმაოდ საშიში მწერები არიან. მათი დიდი ნაწილი ცხოველთა ორგანიზმზე პარაზიტობს, თუმცა არსებობს ადამიანის რწყილიც, რომლის ზოგიერთ სახეობას ბაქტერიული დაავადების, მღრღნელებისგან კი შავი ჭირისა და ტულარემიის გადატანა შეუძლია. ისინი აქტიურად კბენენ ადამიანს. ნაკბენი საკმაოდ დიდი ზომის, შეწითლებული, კანის ზედაპირზე კონუსისებურად მდებარე ჭრილობაა, რომელიც შეშუპებულია და ძლიერ მქავანა.

     ფუტკარი და კრაზანა

აღსანიშნავია, რომ ფუტკარი ადამიანს თავს არასოდეს ესხმიან, კრაზანასა კი ამისთვის მიზეზი არ სჭირდება და კბენის დროსაც გაცილებით მეტ შხამს უშვებენ ორგანიზმში. ფუტკარი და  კრაზანა გარეგნულად ერთმანეთს ძლიერ ჰგვანან, არადა, მკურნალობისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომელმა დაგკბინათ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ფუტკარი კბენისას კანში ნესტარს ტოვებს, კრაზანა  კი - არა.

     ტკიპები

ტკიპას ნაკბენი საკმაოდ საფრთხეს შეიცავს.ყველაზე საშიშია პარაზიტული ტკიპა, რომელიც სისხლით იკვებება.იგი კანზე ეკვრება ადამიანს და 7-10 დღე მოუშორებლად სწოვს სისხლს, ვიდრე სრულ ულუფას არ მიიღებს. ადამიანი ვერაფერს გრძნობს, რადგან ტკიპა მის სხეულში ანესთეზინს უშვებს, ასევე ხდება დაავადებების ისეთი გამომწვევბის გადატანა, როგორიცაა  რიკეტსიები, ვირუსები, მიკრობები ან ბორელიები. ანესთეზინის გამო ადამიანი რამდენიმე ათეული ტკიპას ერთდროულ კბენასაც კი ვერ გრძნობს.

მწერის ნაკბენის შემთხვევაში აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  -ნებისმიერი მწერის ნაკბენზე დაიდეთ ყინული ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ცივი კომპრესი, რომელიც პერიოდულად უნდა იცვალოთ. ეს დაგიამებთ ტკივილს და შეშუპებასაც დააცხრობს.

   -ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაში, ნაკბენზე სპირტში ან ზეითუნში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ, რათა ხორთუმი თავისთავად მოსცილდეს კანს. ხორთუმის მოცილების შემდეგ ნაკბენი ადგილი საპნით ჩამოიბანეთ. ცივი საფენი გამოიყენება სიწითლის და ქავილის შესამცირებლად, ასევე კარგ შედეგს იძლევა ანტიალერგიული პრეპარატებისა და ადგილობრივი ალერგიის საწინააღმდეგო გელების გამოყენება. იშვიათად არის შემთხვევები, როდესაც ფუტკრისა თუ ბზიკის ნაკბენის შედეგად ვითარდება ანაფილაქსიური შოკი.მართალია ასეთი რეაქციები ხშირი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რისკის ჯგუფში შემავალმა პაციენტებმა ზაფხულის დადგომამდე მიმართონ ალერგოლოგს რეკომენდაციებისა და დანიშნულების მისაღებად.

  -კატეგორიულად აკრძალულია ასევე ტკიპას ხელით მოძრობაც, რადგან მისი ხორთუმი კანში რჩება და შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს. თუ ტკიპას მოცილება გსურთ, ზემოდან დაადეთ სპირტში ან ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი და ცოტა ხანს (1 საათს) გაიჩერეთ - ტკიპას დაეხშობა საწოვარი აპარატი, იგი მოდუნდება და თავად მოძვრება.

    აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

  - სპეციალისტთან დაუყოვნებლივ ვიზიტია საჭირო, თუ ამჩნევთ, რომ სუნთქვა ან ყლაპვა გაგიძნელდათ, თავბრუ გესხმით.  ორგანიზმისათვის შესაძლოა ერთი ნაკბენიც კი ლეტალური აღმოჩნდეს, ამიტომ თუ ადამიანი ალერგიულია, ნუ დაელოდებით  ორგანიზმის რეაქციას, სწრაფად მიეცით რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატის 1 აბი და გადაიყვანეთ საავადმყოფოში.

   -აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მრავლობითი ნაკბენის დროსაც.

  - თუ ნაკბენი რამდენიმე დღის შემდეგაც გაწუხებთ. ტკივილი, შეშუპება და სიწითლე შესაძლოა ინფექციური პროცესის მანიშნებელი იყოს.

 

 

23

/ აპრილი /

2019

საშვილოსნოს ყელის კიბო

17

/ აპრილი /

2018

ჰემოფილია აღარ არის სასიკვდილო განაჩენი!

27

/ ივნისი /

2019

როგორ დავიცვათ კანი მზისგან

14

/ ივნისი /

2019

დღეს სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა !

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    რეაბილიტაციის ცენტრი

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    13

    / სექტემბერი /

    2019

    13 სექტემბერი - შოკოლადის საერთაშორისო დღე!

      არაჩვეულებრივ გემოსა და არომატთან ერთად შოკოლადი უამრავ სასარგებლო  ნივთიერებას შეიცავს. ამიტომაცაა, რომ დადებითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განწყობაზე.სხვა საკონდიტ...

  • ვრცლად
  • 16

    / აგვისტო /

    2019

    როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

           ზაფხული საუკეთესო დროა ყოველგვარი მწერის გავრცელებისა და გამრავლებისთვის. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურად...

  • ვრცლად
  • 27

    / ივნისი /

    2019

    როგორ დავიცვათ კანი მზისგან

    კანის პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ჩნდება, მზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.  ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობენ ნაოჭების გაჩენას, ნაადრევ დაბერებას, ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია