01

/ მაისი /

2019

გაზიარება:

როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა ბავშვებში

ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. იგი სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასთან არის დაკავშირებული, რაც სულხუთვის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის და ხველის განმეორებით ეპიზოდებს იწვევს, განსაკუთრებით ღამით ან დილით ადრე. მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხდება ბრონქოსპაზმის განვითარება და მისი შევიწროვება. რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას, გულმკერდის შებოჭილობას, ქოშინს და დისტანციურ მსტვენავ ხიხინს.

ვარაუდობენ, რომ ბრონქული ასთმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მასთან ერთად ზოგიერთი გარე გამაღიზიანებელი ფაქტორი. გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების  წესმა, ცხოვრების პირობებმა, არასწორმა კვების რეჟიმმა და არაჰიგიენურმა გარემომ, ბოლო ათწლეულებში ბრონქული ასთმის შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია. ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებში ასთმის მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ასთმის შეტევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ოთახის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ობის სოკომ, მავნე ტკიპებმა, ტარაკნებმა, ამინდმა, ცივმა და ცხელმა ჰაერმა, ტენიანობამ და ა.შ. მაღალი ტენიანობა ბრონქული ასთმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობაა, შესაბამისად ასთმით დაავადებული პაციენტებისთვის ძალიან კარგია აჭარის ნესტიანი ჰავისგან, პერიოდულად მშრალ ჰაერზე დასვენება. საამისოდ ძალიან კარგი კურორტებია –ბაკურიანი, ცემი, სურამი და აბასთუმანი. 

სიმპტომების მიხედვით ბავშვთა ასთმა, ისევე მიმდინარეობს, როგორც მოზრდილთა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ბავშვების 80% სძლევს ასთმას, საჭიროა მხოლოდ ხელი შევუწყოთ მას. სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის, მათი 75% თავისთავად იკურნება. ბავშვებში ასთმის რისკ ფაქტორია მამრობითი სქესი. 14 წლამდე ასაკში ასთმის გავრცელებასთან ერთად სქესს შორის სხვაობა მცირდება და მოზრდილებში ასთმის გავრცელება ქალებში უფრო მაღალია. კავშირი სქესთან ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა, ამის სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ დაბადებისას ბიჭების ბრონქების ზომა უფრო პატარაა ვიდრე გოგონებში, მოზრდილ ასაკში კი პირიქით.

შემთხვევათა 80%-ში ბავშვთა ასთმის სიმპტომები ჩნდება ხუთ წლამდე ასაკში, მაგრამ დიაგნოსტიკა ფიზიკურად ვერ ხერხდება, ამიტომ ბავშვთა ასაკში, ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ასთმის გამოვლენის ერთადერთი გზაც იყოს. ფიზიკური დატვირთვისას 5-10 წუთში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და შეტევითი ხველა. გარდა ამისა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თვალის ჩამუქებული უპეები, რინიტისა და ცხვირის ქავილის გამო აქერცლილი კანი ცხვირის არეში და პირით სუნთქვის გამო, პირის სიმშრალე.

აუცილებელია მშობელს ავუხსნათ, რომ ასთმის დიაგნოზი არ არის განაჩენი და იგი არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებასა თუ მთლიანად ცხოვრების რიტმის შეცვლას. თუ ასთმის კონტროლი და მართვა სწორად მიმდინარეობს, ეს ხელს არ შეუშლის ბავშვს ეწეოდეს ჩვეულ ცხოვრებას. არსებობს მაგალითები, როცა ასთმით დაავადებულები, მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან სპორტის სხვადასხვა მიმდინარეობებში.

რაც შეეხება, ასთმის მკურნალობას,  სამკურნალო საშუალებები დაყოფილია ორ  ჯგუფად. ეს არის ბაზისური და ბრონქების გამაფართოებელი თერაპია, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტოზური, ისე  საინჰალაციო სახის.  დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში, იზრდება რემისიები და ასთმური შეტევები სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება.

ასთმის მართვისთვის აუცილებელია პირველადი ღონისძიებების ჩატარება. ეს გულისხმობს შესაბამისი ჰიპოალერგიული რეჟიმისა და დიეტის დაცვას. კერძოდ: ასთმიანი ბავშვისთვის არ შეიძლება ბამბის, შალის და ბუმბულის ლოგინი, მას სპეციალური სინთეტიკური მასალის საბანი უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად ირეცხება და მალე შრება. არ შეიძლება სახლში შინაური ცხოველების ყოლა, იქნება ეს ძაღლი, კატა, ჩიტები, მღრღნელები და აკვარიუმის თევზებიც კი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტენიანობა ოთახში.  ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. სახლში ნაკლებად უნდა იყოს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სარეცხი და საწმენდი ფხვნილები. სასურველია  ასთმიანი ბავშვისთვის  შეიძინოთ ჰიპოალერგიული პროდუქცია.

აუცილებელია დროულად ვიზრუნოთ შეტევების პროფილაქტიკაზე, დავიცვათ ჰიპოალერგიული რეჟიმი და დიეტა, დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება. ასევე, კარგია ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობისას, ბავშვი გაიყვანოთ ქალაქიდან. შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ ბავშვი ქუჩას, გადავიყვანოთ ჰიპოალერგიულ დიეტაზე, რომელიც კვების რაციონიდან ე.წ. ალერგენების ამოღებას გულისხმობს (ესენია რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და სხვა) და დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი-ლალი ბუღაძე

 

 

   

      

       

   

18

/ აპრილი /

2019

რა გავლენას ახდენს ცხოვრების სტილი ჩვენს ორგანიზმზე

11

/ ივნისი /

2019

რა არის ასტიგმატიზმი?

22

/ აპრილი /

2019

საჭიროა თუ არა იმუნიტეტის გაძლიერება?

23

/ აპრილი /

2019

საშვილოსნოს ყელის კიბო

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

გინეკოლოგია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

16

/ თებერვალი /

2021

უფასო კონსულტაციები ოტორინოლარინგოლოგთან.

ყოველ პარასკევს, უფასო კონსულტაცია ოტორინოლარინგოლოგ ალექსანდრე კობახიძესთან.⠀ ⠀ განათლება:⠀  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი⠀  ბელორუსის დიპლომის შემდგომი განათლებ...

  • ვრცლად
  • 05

    / თებერვალი /

    2021

    ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში !

     თანამედროვე ქირურგიის “ოქროს სტანდარტი” - ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია!⠀ ⠀  ოპერაციის ჩატარების მეთოდი მოიცავ...

  • ვრცლად
  • 17

    / ნოემბერი /

    2020

    პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია უკვე შესაძლებელი.  ოპერაციის მიზანია გადიდებული პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია