18

/ აპრილი /

2019

გაზიარება:

რა გავლენას ახდენს ცხოვრების სტილი ჩვენს ორგანიზმზე

როგორია ჩვენი კანი დღეს და როგორ შეიძლება შეიცვალოს იგი წლების შემდეგ, დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების წესზე.

იცოდით რომ...

  • არასაკმარისი ძილი მაშინვე აისახება თქვენ კანზე.
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება იწვევს სისხლძარღვოვან პრობლემებს კანზე.
  • სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, გამონაყარი და კანის ფერის ცვლილება.
  • კვების რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გამოშრობა.
  • უხეში საპნის გადაჭარბებული გამოყენება იწვევს კანის დაზიანებას.

     1. უარი თქვით თამბაქოზე

დამტკიცებულია, რომ მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების წარმოქმნას და კანის ბუნებრივი ფერის დაკარგვას.

თამბაქო შეიცავს ათასობით ტოქსინს, რომლის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ამცირებს კოლაგენის დონეს, რაც თავის მხრივ პასუხისმგებელია კანის ელასტიურობასა და ჯანსაღ იერზე.

მოწევა ამცირებს სისხლძარღვების სანათურს, მცირდება კანის სისხლით მომარაგება, შესაბამისად მცირდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება უჯრედებში.

მოწევა ამცირებს ორგანიზმში A ვიტამინის რაოდენობას, რის გამოც თამბაქოში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებით ადვილად ზიანდება კანის უჯრედები.

     2. მზის მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვა

მზის სხივების ზემოქმედებისგან შესაძლებელია კანი დაზიანება. კერძოდ: ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იწვევს ნაოჭების განვითარებას, კანის სტრუქტურის დაზიანებას, ჭორფლის გაჩენასა და კანის ნაადრევ დაბერებას. ზოგიერთ ადამიანს ეს ცვლილებები უვითარდება უკვე 20 წლის ასაკიდან.

დაიცავით შენი კანი მზის სხივების ზემოქმედებისაგან:

ატარეთ ქუდი; გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები SPF 30 და მეტი ხარისხის; გამოიყენეთ UV ფილტრის მქონე მზისგან დამცავი სათვალეები, ღრუბლიან დღეებშიც კი.

     3. საკმარისი ძილი

კანის განახლებისათვის აუცილებელია საკმარისი ოდენობის ძილი. არასრულფასოვანი ძილი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავების დაქვეითებას და კანის ზედაპირზე არასასურველ გამოვლინებებს. შედეგად იწყება კანის ნაადრევი დაბერების პროცესი.

ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მუქი წრეების განვითარება თვალის ირგვლივ.

     4. სტრესული სიტუაციებისაგან თავის არიდება

სტრესი კორტიზოლის გამომუშავების გაზრდის ხარჯზე იწვევს კანის დაზიანებას. იგი ზრდის კანქვეშა ცხიმის წარმოქმნას, შესაბამისად კანი ხდება ცხიმიანი და მის ზედაპირზე წარმოიქმნება ლაქები. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებების გამწვავება, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი.

შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ვმართოთ ჩვენი ემოციები, შევასრულოთ რელაქსაციური ვარჯიშები, იოგა. ასევე რეგულარულად მოვიწყოთ დასვენების დღეები და შევეცადოთ დრო გავატაროთ მშვიდ და წყნარ გარემოში.

     5. ვარჯიში

რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს კანის მდგომაროების გაუმჯობესებას. კარდიოვასკულური ვარჯიშები აუმჯობესებენ სისხლის მომარაგებას, რაც თავის მხრივ ზრდის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას კანის უჯრედებში. ვარჯიშის დროს აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

     6. სწორი კვება

არასრულფასოვანი კვება იწვევს დეჰიდრატაციას, ნაადრევ დაბერებას, შეშუპებას და ფორების დახურვას, რაც თავის მხრივ იწვევს აკნეს განვითარებას. დაბალანსებული კვება, რომელიც შედგება ვიტამინების, მინერალებისა და დიეტური ბოჭკოებისაგან, განაპირობებს აკნეს არარსებობას და კანის ჯანსაღ მდგომარეობას. ჯანსაღი საკვები ასევე დაგეხმარებათ სხეულის წონის კორექციაში.

ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, უცხიმო რძე და რძის პროდუქტები, მჭლე ხორცი, თევზი და პოლიუჯერი ცხიმები დაგეხმარებათ მიიღოთ ყველა საჭირო ვიტამინი, მინერალი და საკვები ნივთიერება, რომელიც უცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი - ლალი ბუღაძე

22

/ აპრილი /

2019

რა ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს უნაყოფო წყვილმა

16

/ აგვისტო /

2019

როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

27

/ ნოემბერი /

2020

თიაქრის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები.

06

/ თებერვალი /

2020

D ვიტამინის როლი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

პედიატრია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

23

/ მაისი /

2021

სისხლის უანგარო დონაციის აქცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.    აქციაში ჩაერთო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. საჩხერის სამედიცინ...

  • ვრცლად
  • 20

    / მაისი /

    2021

    უახლესი თაობის ჰიდრო გასტროსკოპიულ აპარატი.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში უახლესი თაობის ჰიდრო გასტროსკოპიულ აპარატს ვიყენებთ.  აპარატის უპირატესობებზე ექიმი, თემურ სისვაძე საუბრობს:⠀ ⠀ აპარატი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხ...

  • ვრცლად
  • 18

    / მაისი /

    2021

    კოვიდ 19-ის ანტისხეულების განმსაზღვრელი კვლევა.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია კოვიდ 19-ის ანტისხეულების განმსაზღვრელი კვლევის ჩატარება. ⠀⠀⠀ ⠀⠀⠀  ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს IgM,IgA და...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია