20

/ მაისი /

2019

გაზიარება:

ნაოჭების გაჩენის ფაქტორები

ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭების გაჩენა ბუნებრივი მოვლენა ხდება. თუმცა ,ზოგჯერ ადრეულ ასაკშიც გვიწევს მასთან ბრძოლა. ნაოჭები კანის ხილვადი ნაკეცებია, რომლებიც ჩნდება კანის ელასტიურობისა ან კუნთის ზედმეტი აქტიურობის  დაკარგვის შედეგად. ხაზები წარმოიქმნება , როდესაც კანი მოდუნებულია და მიმიკის დროს აღარ იჭიმება.

ნაოჭები პირველად თვალებთან, პირთან და შუბლზე ჩნდება. კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, რომ მიმიკური ნაოჭები კანის დაბერების პირველი ნიშანია. მიმიკური ნაოჭების გაჩენას ხელს უწყობს სტრესული მდგომარეობა და რამდენიმე ის ცუდი ჩვევა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ნაოჭების გაჩენის ფაქტორებია:

თამბაქო- მოწევა ნაოჭების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ დროს კანში ნივთიერებათა მიმოცვლის პროცედურები თითქმის ჩერდება, რაც ხელს უწყობს ახალი ნაოჭების გაჩენას და არსებულის გაღრმავებას. მოწევის შეწყვეტა საგრძნობლად ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და მათ წარმოქმნას.

დიეტა- ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებზე, რითაც  ხელს ვუწყობთ კანში სწორი პროცესების დარღვევას. ცილების, საჭირო ცხიმების, ან ნახშირწყლების ნაკლებობა, იწვევს კანის გაღიზიანებას, რის შედეგადაც ჩნდება ნაოჭები. თუ კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვების მიღების შედეგად არა მხოლოდ ჯანსაღ წონას  კარგავთ, არამედ ხდება ნაადრევი დაბერებაც.

სტრესი და არასაკმარისი ძილი- არასაკმარისი ძილი კანს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ამ დროს კანი ვეღარ წარმოშობს ახალ უჯრედებს და შედეგად არაჯანსაღ იერს იღებს. უძილობა პირდპაირ აისახება სახის კანის მდგომარეობაზე. თქვენი სილამაზისთვის საჭიროა დღე-ღამეში 8 საათი ძილი. ძილის ფორმა დიდ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე, პირქვე ძილი იწვევს ნაოჭების გაჩენას, ამიტომ შეეცადეთ იძინოთ ზურგზე დაწოლილმა.

ულტრაიისფერი სხივები-მზიან ამინდში სათვალეებზე უარის თქმა არის ნაოჭების გაჩენის კიდევ ერთი ფაქტორი. მზე პირდაპირ წვავს კანს თვალის გარშემო. ამიტომ, მნიშვნელოვანია სათვალისა და თვალის კრემის გამოყენება. მზისგან დამცავ საშუალებებზე უარის თქმა კანისთვის საზიანოა, ხოლო მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველდღიურად.

უხარისხო კოსმეტიკა- ყოველდღიურად თვალის გარშემო  კოსმეტიკის  გამოყენება ზიანს აყენებს თქვენს კანს. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ხარისხიანი კოსმეტიკა და ყურადღება მიაქციოთ პროდუქტის ვარგისიანობას. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაკიაჟით ძილი ნაოჭების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. დღის ბოლოს სახის გაწმენდის გარეშე ძილი ამცირებს კანის ელასტიურობას და იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ფორების გაფართოებასა და ნაოჭების წარმოქმნას.

ასაკის მატება გარდაუვალი პროცესია, თუმცა სწორი მოქმედებით თქვენ შეგიძლიათ შეაფერხოთ ნაოჭების გაჩენის პროცესი და შეძლოთ მისი გაკონტროლება. მნიშვნელოვანია, უარი თქვათ იმ ჩვევებზე, რომლებიც ცუდად მოქმედებენ თქვენი კანის მდგომარეობაზე და იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

 

07

/ მარტი /

2019

ყველაზე გავლენიანი ქალები მედიცინაში: წარსულიდან დღემდე

13

/ ნოემბერი /

2020

აორტო-კორონალური შუნტირება მინი ინვაზიური მეთოდით.

14

/ ივნისი /

2019

დღეს სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა !

22

/ აპრილი /

2020

covid-19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

ინტენსიური თერაპია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

16

/ თებერვალი /

2021

უფასო კონსულტაციები ოტორინოლარინგოლოგთან.

ყოველ პარასკევს, უფასო კონსულტაცია ოტორინოლარინგოლოგ ალექსანდრე კობახიძესთან.⠀ ⠀ განათლება:⠀  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი⠀  ბელორუსის დიპლომის შემდგომი განათლებ...

  • ვრცლად
  • 05

    / თებერვალი /

    2021

    ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში !

     თანამედროვე ქირურგიის “ოქროს სტანდარტი” - ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების ჩატარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია!⠀ ⠀  ოპერაციის ჩატარების მეთოდი მოიცავ...

  • ვრცლად
  • 17

    / ნოემბერი /

    2020

    პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის (TURP) მინიმალური ინვაზიური ოპერაცია უკვე შესაძლებელი.  ოპერაციის მიზანია გადიდებული პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია