24

/ ივნისი /

2019

გაზიარება:

კბილების მოვლა

ადამიანის განწყობა ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კბილები, საჭიროა დაიცვათ კბილის მოვლის წესები. პირის ღრუს სწორი მოვლა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტომატოლოგიური დაავადებები.  

აუცილებელია კბილების გაწმენდა საკვების მიღების შემდეგ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს შეულებელია, ამიტომ  წმენდის მინიმალური ნორმა შეიძლება იყოს კბილების გახეხვა გაღვიძებისა და ძილის წინ. კბილები სულ მცირე ორი წუთის განმავლობაში უნდა იხეხოთ, ისე რომ ღრძილები არ დააზიანოთ.

მნიშვნელოვანია ჯაგრისის შერჩევა, ის უნდა იყოს საშუალო სიმაგრის, მაგრამ თუ თქვენ ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, მაშინ უმჯობესია რბილი ჯაგრისის გამოყენება. ყოველ 2 თვეში უნდა მოხდეს მისი გამოცვლა. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენად სწორად იყენებთ მას, რადგან  არასწორი გამოყენებით მხოლოდ გარეგნულად ხდება კბილის გასუფთავება.

გასუფთავებისას ზედა ყბის შემთხვევაში ჯაგრისის მიმართულება ზევიდან ქვევით უნდა იყოს, ხოლო ქვედა ყბის შემთხვევაში პირიქით. ჰორიზონტალურად წმენდის დროს ნადები კბილებს შორის გროვდება. ასეთ დროს, შესაძლებელია კბილების სპეციალური ძაფებით გასუფთავება, რაც დაგეხმარებათ მიუწდომელ ადგილებში ნადების მოშორებაში.

კბილის პასტა უმჯობესია იყოს სამკურნალო–პროფილაქტიკური, რადგან ის არა მხოლოდ აშორებს ნადებს, არამედ თრგუნავს კარიესის გამომწვევ მიკროფლორას. ფტორის შემცველი კბილის პასტები იცავენ კბილებს კარიესისაგან, აცილებენ ნადებს და ათეთრებენ მინანქარს.

იმ შემთხვევაშიც, თუ არაფერი გაწუხებთ აუცილებელია პროფილაკტიკის მიზნით წელიწადში ორჯერ გაიაროთ პირის ღრუს დათვალიერება სტომატოლოგთან. ასე შეძლებთ კარიესის დროულად აღმოჩენას და თავიდან აიცილებთ კბილების დაზიანებას.

იკვებეთ სწორად, შეამცირეთ ტკბილი საკვები, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილეულს, გაიზრდება კარიესის საშიშროება. საკვებ რაციონში ჩართეთ ბოსტნეული და ხილი, რადგან ხელს უწყობს ღრძილების გამაგრებას და კვებავს კბილებს.

30

/ აპრილი /

2019

სტრიების გაჩენის მიზეზები და მასთან გამკლავების მეთოდები

18

/ ივნისი /

2019

სქოლიოზი მოზარდებში

20

/ მაისი /

2019

ნაოჭების გაჩენის ფაქტორები

23

/ აპრილი /

2019

საშვილოსნოს ყელის კიბო

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    ამბულატორია (რაიონული პოლიკლინიკა)

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    16

    / აგვისტო /

    2019

    როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

           ზაფხული საუკეთესო დროა ყოველგვარი მწერის გავრცელებისა და გამრავლებისთვის. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურად...

  • ვრცლად
  • 27

    / ივნისი /

    2019

    როგორ დავიცვათ კანი მზისგან

    კანის პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ჩნდება, მზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.  ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობენ ნაოჭების გაჩენას, ნაადრევ დაბერებას, ...

  • ვრცლად
  • 24

    / ივნისი /

    2019

    კბილების მოვლა

    ადამიანის განწყობა ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კბილები, საჭიროა დაიცვათ კბილის მოვლის წესები. პირის ღრუს სწორი მოვ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია