17

/ მაისი /

2020

გაზიარება:

არტერიული ჰიპერტენზია

    არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას. ის არის ქრონიკული, მსოფლიოში მეტად გავრცელებული დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნაადრევი ინვალიდობის და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს.

არტერიული წნევის დონე 140/90 მმ.ვწყ.სვ და მეტი ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად. შაქრიანი დიაბეტის დროს ეს მაჩვენებელი არის ამ დონეზე ნაკლები - 130/85 მმ.ვწყ.სვ, ხოლო თირკმელების უკმარისობის დროს 125/80 მმ.ვწყ.სვ.

ჰიპერტენზია ორი სახისაა: პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერტენზიია უფრო გავრცელებულია და ხშირად მისი გამომწვევი უცნობია. რაც შეეხება მეორად ჰიპერტენზიას, მისი საფუძველი სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებაა; მაგალითად, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის და .. ჰიპერტენზიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ისეთ რისკ-ფაქტორებს ენიჭება, როგორიცაა, მემკვიდრეობითი დატვირთვა ანუ ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი, ასაკი, ჭარბი წონა/სიმსუქნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, მარილის ჭარბი მოხმარება, თამბაქო, ხშირი სტრესები, ნერვული დაძაბულობა და ..

არტერიულ ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. საწყის ეტაპზე (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, განსაზღვრული პერიოდულობით ვიკონტროლოთ წნევა, განურჩევლად იმისა, გვაწუხებს თუ არა რამე.

სიმპტომები

როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, სისხლდენა ცხვირიდან, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში და კანის სიწითლე.

მიზეზები

არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: გენეტიკური განწყობა, ჭარბწონიანობა, ფიზიკური აქტივობების შეზღუდვა, თამბაქოს მოწევა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

პროფილაქტიკა

არტერიული ჰიპერტენზიის პროფილაქტიკისთვის საჭიროა:

  • წონის კონტროლი;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობები (სიარული, სირბილი 30-40 წუთის განმავლობაში);
  • თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა;
  • ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა
  • სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვა;
  • თუ წნევის მატების ეპიზოდი დაფიქსირდა - აუცილებელია სისტემატიური კონტროლი - 2-ჯერ დღეში მაინც.

დაავადების პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური ღონისძიებები დაგეხმარებათ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. თუ აღნიშნული ფაქტორების დაცვა და განხორციელება უშედეგოა, არტერიული წნევის ციფრების დასარეგულირებლად საჭიროა დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა.

 

 

13

/ სექტემბერი /

2019

13 სექტემბერი - შოკოლადის საერთაშორისო დღე!

20

/ მაისი /

2019

ნაოჭების გაჩენის ფაქტორები

22

/ აპრილი /

2019

რა ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს უნაყოფო წყვილმა

14

/ ივნისი /

2019

დღეს სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა !

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

პედიატრია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

21

/ სექტემბერი /

2020

ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება  ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება), რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. დემენციი...

  • ვრცლად
  • 22

    / აპრილი /

    2020

    covid-19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

          კორონავირუსები წარმოადგენენ რნმ შემცველი ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგ. ჩვეულებრივი გაცივება და სხვა უფრო მძი...

  • ვრცლად
  • 06

    / თებერვალი /

    2020

    D ვიტამინის როლი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში

                ვიტამინი D წარმოადგენს არა მარტო ვიტამინს, არამედ არის პროჰორმონი. ის არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, სინთეზდება ადამია...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია