21

/ სექტემბერი /

2020

გაზიარება:

ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება  ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება), რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. დემენციის გამომწვევ მიზეზებს შორის, ალცჰაიმერი ყველაზე ხშირად — გამოვლენილ შემთხვევათა 60-70%-ში სახელდება.

დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე, ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება. დაავადების პროგრესირებისთანავე, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მეტყველების პრობლემებს, დეზორიენტაციას, ხასიათიში გამოვლენილ ცვლილებებს, მოტივაციის დაკარგვას და ქცევითი საკითხების გართულებას. მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე ადამიანი ოჯახთან და საზოგადოებასთან არსებულ ურთიერთობას წყვეტს. თანდათან, სასიცოცხლო ფუნქციები ირღვევა, რაც საბოლოოდ, ფატალური შედეგით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის პროგრესირება ინდივიდუალურია, დაავადების განვითარების საწყისი პერიოდიდან დაავადებული ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-9 წელია.

ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება. დაავადების გამომწვევი რისკების დაახლოებით 70%, გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ასევე, ალცჰაიმერი, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ქალის დაზიანებამ, დეპრესიამ ან არტერიულმა ჰიპერტენზიამ.

დაავადების ძირითადი ნიშნები და სიმპტომები

სიბერესთან დაკავშირებული მეხსიერების დაკარგვის სიმპტომები

პერიოდულად, რაღაცების დავიწყება;სხვადასხვა ნივთების არასწორ ადგილას მოთავსება;მოკლევადიანი მახსოვრობა;ზუსტი დეტალების ვერ დამახსოვრება.

ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ადრეული ეტაპი

ეპიზოდების ვერ დამახსოვრება და გულმავიწყობა;ოჯახის წევრების და მეგობრების სახელების დავიწყება;ხშირ შემთხვევაში, ცვლილებებს მხოლოდ ახლო მეგობრები და ნათესავები ამჩნევენ;ყოველდღიურობისგან განსხვავებულ სიტუაციებში დაბნეულობა.

ალცჰაიმერის დაავადების განვითარების გარდამავალი ეტაპი

ბოლო პერიოდში გაგებული ინფორმაციის დამახსოვრებასთან არსებული პრობლემების გახშირება;სხვადასხვა გარემოებებში დაბნეულობის გახშირება;ძილთან დაკავშირებული პრობლემები;საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენასთან დაკავშირებული პრობლემები.

ალცჰაიმერის დაავადების განვითარების საბოლოო ეტაპი

ფიქრის უნარის გაუარესება/დაკარგვა;მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;ერთი და იგივე სიტყვის და დიალოგის მრავალჯერ გამეორება;დაავადებული კარგავს სიმშვიდეს და ხდება პარანოიდული.

მკურნალობა

  • ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობით ნელდება პროცესის პროგრესირება, მაგრამ უკუგანვითარება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ამჟამად ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ აცეტილქოლინერგულ სისტემაზე.არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
  • ალცჰაიმერის დაავადების დროს ,ქცევითი დარღვევების აღმოსაფხვრელად იყენებენ ანტიდეპრესანტებს,  ნეიროლეპტიკებს. ამ პრეპარატების გამოყენება ხანდაზმულ ავადმყოფებში მოითხოვს დიდ სიფრთხილეს,შესაძლო გართულებების გამო.
  • ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს, ისეთივე პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება, როგორიც ათეროსკლეროზის დროს.

22

/ აპრილი /

2019

საჭიროა თუ არა იმუნიტეტის გაძლიერება?

27

/ ნოემბერი /

2020

თიაქრის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები.

23

/ აპრილი /

2019

საშვილოსნოს ყელის კიბო

27

/ ნოემბერი /

2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე 500 გამოჯანმრთელებული!

ბაზისური კვლევა

ჩვენი სერვისები

1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

ონკოლოგია

0

თანამშრომელი

0

ექიმი

0

სასტუმრო ოთახი

0

სექცია

ჩვენი სიახლეები

23

/ მაისი /

2021

სისხლის უანგარო დონაციის აქცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.    აქციაში ჩაერთო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. საჩხერის სამედიცინ...

  • ვრცლად
  • 20

    / მაისი /

    2021

    უახლესი თაობის ჰიდრო გასტროსკოპიულ აპარატი.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში უახლესი თაობის ჰიდრო გასტროსკოპიულ აპარატს ვიყენებთ.  აპარატის უპირატესობებზე ექიმი, თემურ სისვაძე საუბრობს:⠀ ⠀ აპარატი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხ...

  • ვრცლად
  • 18

    / მაისი /

    2021

    კოვიდ 19-ის ანტისხეულების განმსაზღვრელი კვლევა.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია კოვიდ 19-ის ანტისხეულების განმსაზღვრელი კვლევის ჩატარება. ⠀⠀⠀ ⠀⠀⠀  ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს IgM,IgA და...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    032 2 111 000

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია