13

/ სექტემბერი /

2019

გაზიარება:

13 სექტემბერი - შოკოლადის საერთაშორისო დღე!

  არაჩვეულებრივ გემოსა და არომატთან ერთად შოკოლადი უამრავ სასარგებლო  ნივთიერებას შეიცავს. ამიტომაცაა, რომ დადებითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განწყობაზე.სხვა საკონდიტრო ნაწარმთან შედარებით, ორგანიზმი შოკოლადს ადვილად ითვისებს. ყველაზე სასარგებლო თვისებები გააჩნია მწარე, შავ შოკოლადს, რომელშიც ნივთიერებების 65-80%-ს აღწევს. შავ შოკოლადში შედის კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, ვიტამინები PP, E, B1 და B2, რომლებიც ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის არიან საჭირო. შოკოლადში შედის ჰორმონები სეროტონინი და ფენილეთილამინი, რომლებიც ამაღლებულ განწყობას განაპირობებენ. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, თეობრომინსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში ეხმარებიან,ასევე შეიცავს ნივთიერებას სახელად ფენილალანინი – ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების ჰორმონების ბუნებრივ გამომუშავებას, იწვევს აგზნებასა და მსუბუქ ეიფორიას.

  უკვე დიდი ხანია მიჩნეულია, რომ შოკოლადი აუმჯობესებს მეხსიერებას და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ფლავონოიდები,  რომლებსაც შოკოლადი შეიცავს,მოქმედებს სისხლძარღვების და ვენების ელასტიურობაზე,განაპირობებს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას,შესაბამისად თავის ტვინის სისხლით და ჟანგბადით უკეთ მომარაგებას. მუქი შოკოლადის კაკაოს ფლავანოიდებს აქვთ როგორც ანთების საწინააღმდეგო, ასევე ანტიოქსიდანტური თვისებები. იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას ორგანიზმში, შესაბამისად შესაძლოა შეამციროს კიბოს განვითარების რისკიც.

  ნახშირწყლები, რომლებსაც შოკოლადი  შეიცავს, იძლევა სწრაფად წვად ენერგიას. ხოლო ცხიმები, რომლებსაც შეიცავს კაკაოს კარაქი, სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო ნელა ათვისებადია და ისინი ამარაგებენ ორგანიზმს ენერგიით უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შოკოლადის ერთ ფირფიტაში დაახლოებით  30 მგ კოფეინია. ამ რაოდენობის კოფეინი სწორედაც რომ საკმარისია გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის  რბილი და სწორი სტიმულირებისთვის.

  ორსულობის ერთ – ერთი გართულება ცნობილია როგორც პრეეკლამფსია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მუქი შოკოლადის ერთ – ერთ ნივთიერებას, თეობრომინს, შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა.შესაბამისად, როდესაც ორსული ქალები იღებენ  შოკოლადის მომატებულ რაოდენობას, მათ ამ გართულების განვითარების 40%-ით ნაკლები რისკი აქვთ.

   ის,  რომ შოკოლადისგან ჩნდება გამონაყარი და კბილებზე კარიესი, ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული მითია.  მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აკნეს იწვევს კანის ზოგიერთი ჯირკვლის ზეაქტიური მოქმედება და არა შოკოლადი. კაკაო შეიცავს ანტიბაქტერიულ კომპონენტებს, რომლებიც  კარიესს ებრძვიან, ხოლო შოკოლადში შემავალი ტანინები, ხელს უშლიან დენტალური ბაქტერიების წარმოშობას.

 აღიარებულია,რომ თვით შოკოლადის სურნელიც კი სასარგებლოა. მისი განუმეორებელი არომატი კი განპირობებულია თითქმის 40 აქროლადი შენაერთით.

01

/ მაისი /

2019

როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა ბავშვებში

18

/ ივნისი /

2019

სქოლიოზი მოზარდებში

20

/ მაისი /

2019

ნაოჭების გაჩენის ფაქტორები

05

/ მაისი /

2018

5 მაისს მსოფლიო საზოგადოებრიობა შშმ პირთა უფლებებისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    ქირურგია

    0

    თანამშრომელი

    0

    ექიმი

    0

    სასტუმრო ოთახი

    0

    სექცია

    ჩვენი სიახლეები

    13

    / სექტემბერი /

    2019

    13 სექტემბერი - შოკოლადის საერთაშორისო დღე!

      არაჩვეულებრივ გემოსა და არომატთან ერთად შოკოლადი უამრავ სასარგებლო  ნივთიერებას შეიცავს. ამიტომაცაა, რომ დადებითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განწყობაზე.სხვა საკონდიტ...

  • ვრცლად
  • 16

    / აგვისტო /

    2019

    როგორ ვუმკურნალოთ მწერის ნაკბენს

           ზაფხული საუკეთესო დროა ყოველგვარი მწერის გავრცელებისა და გამრავლებისთვის. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურად...

  • ვრცლად
  • 27

    / ივნისი /

    2019

    როგორ დავიცვათ კანი მზისგან

    კანის პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ჩნდება, მზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.  ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობენ ნაოჭების გაჩენას, ნაადრევ დაბერებას, ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    591 70 30 90

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია