მოკლე ისტორია

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს.

2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა.

2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფინანსურ-სამეურნეო მიმართულებაში ექვსი ნომინაციის შედეგებით. 
ასევე 2015 წელს კლინიკას მიღებული აქვს „მადლობის სიგელი“  პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის (სსიპ  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური).

 

2016 წლიდან კლინიკა გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულება და გაიარა აკრედიტაცია სარეზიდენტო პროგრამებში:  ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში, პედიატრიაში, კარდიოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ნევროლოგიაში.

2016 წლიდან საავადმყოფოს სერვისს დაემატა ონკოლოგიური-ქირურგიული მომსახურება; 
2017 წლიდან კი – პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ატარებს.

საჩხერის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო გუნდში 479 მაღალკვალიფიციური თანამშრომელია, აქედან – 107 ექიმი, დანარჩენი – მედდა და დამხმარე პერსონალი.
კლინიკაში დასაქმებული მედპერსონალი ეტაპობრივად გადის გადამზადებას კლინიკის ბაზაზე არსებულ ტრენინგ-ცენტრში, სადაც ლექციებს ატარებენ გამოცდილი და პრაქტიკოსი სეციალისტები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.

საავადმყოფოს ძირითადი კორპუსი 1964 წელს აშენდა. დაწესებულებაში პერიოდულად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.
2003 წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სტაციონარული სექტორის ძირითად კორპუსს; 
2012 წელს  ექსპლუატაციაში შევიდა ახალი კორპუსები კლინიკური სექტორისთვის და დამხმარე სათავსოები; კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.
ამჟამად საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება განთავსებულია 6 კორპუსში, რომლებიც, დაახლოებით, 5 ჰექტარზეა გაშლილი.



ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპებია:

სამედიცინო სფეროს მსოფლიო სიახლეებზე ფოკუსირება;

პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე ორიენტაცია;

გართულებებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა;

სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის;

მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგვა;

სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვა;

თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან;

ბაზისური კვლევა

ჩვენ შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო სერვისს. 2008 წლიდან საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს რეანიმაციული განყოფილება დაემატა. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა...
  • ვრცლად
  • ჩვენი სერვისები

    1) ევროპული ხარისხის, მულტიპროფილური სამედიცინო სერვისები 2) მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ  3) სერვისების მრავალპროფილური პაკეტი 4) ფართო სპექტრის სერვისების პაკეტი

    გადაუდებელი დახმარება

    ჩვენი სიახლეები

    12

    / ივნისი /

    2018

    12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა

    შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა შრომა – ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებასა და მომავალს, ზოგადად.  პრობლემის გაცნობიერ...

  • ვრცლად
  • 21

    / მაისი /

    2018

    ნევროლოგ არჩილ ზაბახიძის უნიკალური ოპერაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში

    პაციენტი ა.ნ.  კლინიკაში შემოსვლისას უჩიოდა მეტყველების  გაძნელებას, ძალისა და მგრძნობელობის დაკარგვას მარცხენა კიდურებში,  დეზორიენტირებული იყო დროსა და სივრცე...

  • ვრცლად
  • 08

    / მაისი /

    2018

    წითელი ჯვრის მსოფლიო დღე

    ყოველწლიურად 8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შ...

  • ვრცლად
  • ჩვენი სასტუმრო

    კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ). სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება. სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგ...

    იხილეთ ვრცლად

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    დაჯავშნე ონლაინ Booking.com -ზე

    ადგილმდებარეობა

    საჩხერე გომართელის ქ. 17

    ტელეფონი

    0435 22 58 79

    ელ.ფოსტა

    info@smc.ge

    სამუშაო საათები

    ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 19:00 შაბათი - კვირა - დაკეტილია