განყოფილებები და მათი შესაძლებლობები:

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი:

ემერჯენსი - 6-საწოლიანი ობსერვაციის დარბაზით;

ანესთეზიოლოგიური სამსახური - 4-საწოლიანი პრე და პოსტოპერაციული დაყოვნების დარბაზით;

რეანიმაციული პოსტი - 10 საწოლზე გაშლილი ინდივიდუალური ბლოკ პალატებით;

ზოგადი ინტენსიური მოვლის პოსტი - 8 საწოლზე. აუცილებლობიდან გამომდინარე, განყოფილებაში შესაძლებელია, რეანიმაციის პოსტზე საწოლთა ფონდი გაიზარდოს 13-მდე, ხოლო ინტენსიურ პოსტზე - 11-მდე.

თერაპიული განყოფილება

თერაპიული განყოფილება გაშლილია 23  საწოლზე (18 თერაპიული + 5 ნერვული).  საწოლთა რაოდენობა, სარეზერვო საწოლების ხარჯზე, სტანდარტის დაცვით შეიძლება გაიზარდოს  27 -მდე. განყოფილებაში ასევე გამოყოფილია პალატები პაციენტთა ინტენსიური მოვლისთვის (დაავადების სიმძიმის მიხედვით  I დონის ინტენსიურ მოვლას დაქვემდებარებული  პაციენტებისათვის ამ განყოფილების პროფილის გათვალისწინებით)

ქირურგიული განყოფილება

ქირურგიული განყოფილება  გაშლილია 30 საწოლზე  და  მისი სიმძლავრე განისაზღვრება შემდეგი სერვისებით:

ქირურგიული დაავადებების ოპერაციული და არაოპერაციული მკურნალობა;

ზოგადი ქირურგია (მუცლის ღრუ);

ონკო - ქირურგია (ყველა სისტემა);

ტრავმატოლოგია (მათ შორის, სახსრების ენდოპროტეზირება);

უროლოგია;

ლაპარასკოპიული ქირურგია ( სანაღვლე გზები და გინეკოლოგია);

ნეიროქირურგია;

პლასიკური ქირურგია;

განყოფილებას აქვს ორი საოპერაციო ბლოკი  გეგმიური და ურგენტული შემთხვევებისთვის, ასევე – მცირე საოპერაციოები სუფთა და ჩირქოვანი პათოლოგიებისთვის ცალ-ცალკე.

კარდიოლოგიური განყოფილება

კარდიოლოგიური განყოფილება გაშლილია 15 საწოლზე და აქაც, სარეზერვო საწოლების ხარჯზე, შესაძლებელია 19 საწოლის განთავსება, სტანდარტების დაცვით.

სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება

სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება 21 საწოლზეა გაშლილი, აქვს საკუთარი საოპერაციო ბლოკი სამეანო ოპერაციებისთვის და ნეონატალური ბლოკი.

პედიატრიული განყოფილება

პედიატრიული განყოფილება გაშლილია 10 პედიატრიული + 2 ნეონატალური პროფილის საწოლზე, აქვს საკუთარი ინტენსიური მოვლის პალატა დაავადების სიმძიმის მიხედვით  (I დონის ინტენსიურ მოვლას დაქვემდებარებული  პაციენტებისათვის ამ განყოფილების პროფილის გათვალისწინებით) და სარეზერვო ორი საწოლი.

ინფექციური განყოფილება

ინფექციური განყოფილება 12 საწოლზეა გაშლილი და სარეზერვო საწოლების ხარჯზე აქაც შესაძლებელია საწოლთა რაოდენობის გაზრდა 18-მდე. განყოფილება განთავსებულია ცალკე კორპუსში და ასევე აქვს საკუთარი პალატა I დონის ინტენსიურ მოვლას დაქვემდებარებული  პაციენტებისათვის.

დიაგნოსტიკური დეპარტამენტი

დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სპექტრით:

კომპიუტერული ტომოგრაფია (კონტრასტით და კონტრასტის გარეშე);

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა (ციფრული) - ყველა ორგანოზე;

მამოგრაფია;

ფუნქციური დიაგნოსტიკა(ეკგ, ველოერგომეტრია, ჰოლტერი);

ულტრასონოგრაფია (მუცლისა და გულმკერდის ღრუ, ფარისებური ჯირკვალი, საშარდე და სასქესო სისტემები, სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია);

ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური,ტრანსეზოფაგური, სტრეს - ექოკარდიოგრაფია);

კორონაროგრაფია;

ენდოსკოპია (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, ბრონქოსკოპია, კოლონოსკოპია);

სპირომეტრია;

კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები (ზოგადი კლინიკური ლაბორატორია, ბიოქიმიური ლაბორატორია, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ციტოლოგიური ლაბორატორია):

ფარისებრი ჯირკვლის პარამეტრები;

სიმსივნის მარკერები;

სასქესო ჰორმონები;

კარდიაკ-მარკერები;

ღვიძლის ფუნქციური სინჯები;

თირკმლის ფუნქციური გამოკვლევები;

ლიპიდური სპექტრი;

რევმატიული სინჯები;

გლუკოზა და ნახშირწყლოვანი ცვლა;

საერთო კლინიკური გამოკვლევები;

სისხლის გაზები;

ელექტროლიტები;

კოაგულაციური ტესტები;

ციტოლოგიური კვლევა დამიზნებით ულტრასონოგრაფიის ქვეშ;

ალერგოლოგია;

პოლიკლინიკური განყოფილება

პოლიკლინიკური განყოფილება წარმოდგენლია მრავალპროფილური, 35 საექიმო კაბინეტით, რომელსაც 35 ექიმი და 21 ექთანი ემსახურება .