მოკლე ისტორია

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას.

საავადმყოფოს  მრავალპროფილურ სერვისს 2008 წლიდან რეანიმაციული განყოფილება დაემატა.

2015 წელს კლინიკას მიენიჭა ,, დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II  ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფინანსურ-სამეურნეო მიმართულებაში ექვსი ნომინაციის შედეგებით.  ასევე 2015 წელს კლინიკას მიღებული აქვს „მადლობის სიგელი“  პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის (სსიპ  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური).

2016 წლიდან კლინიკა გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულება და გაიარა აკრედიტაცია სარეზიდენტო პროგრამებში:  ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში, პედიატრიაში, კარდიოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ნევროლოგიაში.

2016 წლიდან საავადმყოფოს სერვისს დაემატა ონკოლოგიური-ქირურგიული მომსახურება,  2017 წლიდან კი – პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ატარებს.

საჩხერის რაიონული საავადმყოფოს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო გუნდში 479 თანამშრომელია, აქედან – 107 ექიმი, დანარჩენი – მედდა და დამხმარე პერსონალი. კლინიკაში დასაქმებული მედპერსონალი ეტაპობრივად გადის გადამზადებას კლინიკის ბაზაზე არსებულ ტრენინგ-ცენტრში, სადაც ტრენინგებს ატარებენ როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული სეციალისტები.

საავადმყოფოს ძირითადი კორპუსი 1964 წელს აშენდა. დაწესებულებაში პერიოდულად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ხოლო 2003 წელს სტაციონარული სექტორის ძირითად კორპუსს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. აშენდა და  2012 წელს  ექსპლუატაციაში შევიდა ახალი კორპუსები კლინიკური სექტორისთვის, დამხმარე სათავსოები, კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით. ამჟამად საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება განთავსებულია 6 კორპუსში, რომლებიც, დაახლოებით, 5 ჰექტარზეა გაშლილი.