ინფრასტრუქტურა

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება გაშლილია 32 000 კვ.მ-ზე და მოიცავს სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, 10 სოფლის ამბულატორიას, 1 პოლიკლინიკას, რეფერალში ჩართულ 1 რეანიმობილს და  7 სტაციონარულ განყოფილებას.

გარდა ცენტრალური მომსახურებისა, საავადმყოფოს გააჩნია ალტერნატიული კომუნალური მომსახურების წყარო, რაც ითვალისწინებს: წყლისა და ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. 2012 წლიდან ასევე ცენტრალიზებულია კლინიკაში სამედიცინო ჟანგბადის მიწოდება. ამ კუთხით კლინიკა ერთ-ერთი პირველია საქართველოში. ცენტრალიზებულია გათბობა-ვენტილაციის სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის გაწმენდა-ლამინირებას და აქედან გამომდინარე, მთელ შენობას გაფილტრული ჰაერი მიეწოდება.