საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვი უფასო კონსულტაციას ჩაატარებს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვი უფასო კონსულტაციას ჩაატარებს

- ივლისი 11, 2017

პაციენტების თხოვნით, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მორიგ უფასო კონსულტაციას გამართავს. ქირურგი დაინტერესებულ პირებს 15 ივლისს, 11:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, 1 აპრილიდან მოყოლებული დღემდე, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს პერიოდულად უწევს უფასო კონსულტაციებს და უკვე არაერთი წარმატებული რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაცია ჩაატარა 20 %-იანი ფასდაკლებით.

ცენტრის გადაწყვეტილებით, ამჯერად 20%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ სტუდენტები ისარგებლებენ. ფასდაკლების აქცია გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და იგი ვრცელდება ნებისმიერი სახის პლასტიკურ ოპერაციაზე.

გარდა ამისა, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პლასტიკურ ოპერაციებზე 1-წლიანი განვადება მოქმედებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას პლასტიკური ქირურგიის განყოფილება 2017 წლიდან დაემატა, სადაც, ექიმ გუგა კუზანოვის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდეს და პაციენტებს აღარ მოუწიოთ ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა, რაც, გარდა დისკომფორტისა, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ოპერაციების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია: დამწვრობისა და ტრავმების შემდგომი ქირურგია; თანდაყოლილი ნაპრალების ქირურგია (კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის კორექცია; რინოპლასტიკა (ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რა დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც – სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია); სახის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი. სახის ცირკულარული დაჭიმვა, სახის ზედა მესამედის დაჭიმვა); ბლეფაროპლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების ესთეტიკა); აურიკულოპლასტიკა (რომელიც საშუალებას იძლევა, გასწორდეს ყურის ნიჟარის ფორმა, შეიცვალოს მისი ზომა, ასევე აღგეს ყურის ნიჟარა, მისი არარსებობის შემთხვევაში); ტუჩის ზომის და ფორმის კორექცია; სახის კონტურების კორექცია (სახის ფორმის და ოვალის კორექცია); მამოპლასტიკა; ლიპოსაქცია; აბდომინოპლასტიკა; ინტიმური ქირურგია (სასიცხო ბაგეების კორექცია, ფალოპლასტიკა); რეპლანტაცია; სახის რეკონსტრუქციული ქირურგია; თავის და კისრის რეკონსტრუქცია; მკერდის რეკონსტრუქცია; რეკონსტრუქციული ორთოპედია და სხვ.