სასტუმრო

კლინიკის მიმდებარედ, დაახლოებით, 400-500 მეტრში განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი „მედი ჰაუსი“, რომელიც მოიცავს 2 შენობანაგებობას: სტუდენტურ საცხოვრებელს (1110კვ.მ) და სასტუმროს შენობას (5950კვ.მ).
სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 150 სტუმრის მიღება.

სასტუმროში სულ 23 ნომერია (12 – სტანდარტული, 1 – ნახევრად ლუქსი, 1-  ერთადგილიანი, 2 – ლუქსი და 1 – საპრეზიდენტო). გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს 13 საოჯახო ტიპის ნომერს (აქედან 3 ნომერი – 3-ოთახიანი, ხოლო 10 ნომერი – 2-ოთახიანი).

სასტუმროს მომსახურებაში შედის: რესტორანი, ფიტნესკლუბი, საკონფერენციო დარბაზი (70 ადამიანზე), კვება (საუზმე – ნომრის ღირებულებაში, დანარჩენი შეკვეთით).

სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ასევე სტუდენტურ საცხოვრებელს, რომელიც აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2008 წელს და იქ ცხოვრობენ ის სტუდენტები, რომლებიც გადიან რეზიდენტურას აფელირების ფარგლებში, ხოლო სასტუმრო ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა.