გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში კონსულტაციებს უფასოდ გამართავს

გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში კონსულტაციებს უფასოდ გამართავს

- ივნისი 6, 2017

პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მორიგ უფასო კონსულტაციებზე პაციენტებს 17 ივნისს, 12:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, 1 აპრილიდან მოყოლებული დღემდე,

საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს პერიოდულად უწევს უფასო კონსულტაციებს და უკვე არაერთი წარმატებული რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაცია ჩაატარა 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას პლასტიკური ქირურგიის განყოფილება 2017 წლიდან დაემატა, სადაც, ექიმ გუგა კუზანოვის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს, რათა ნებისმიერი სირთულის ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდეს და პაციენტებს აღარ მოუწიოთ კონსულტაციისა და ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა, რაც, გარდა დისკომფორტისა, საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

ოპერციების ჩამონათვალი კი, რომელთა ჩასატარებლად საჩხერის სამედიცინო ცენტრი მზად არის, საკმაოდ ვრცელია: დამწვრობისა და ტრავმების შემდგომი ქირურგია; თანდაყოლილი ნაპრალების ქირურგია (კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის კორექცია; რინოპლასტიკა (ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რა დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც – სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია); სახის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი. სახის ცირკულარული დაჭიმვა, სახის ზედა მესამედის დაჭიმვა); ბლეფაროპლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების ესთეტიკა); აურიკულოპლასტიკა (რომელიც საშუალებას იძლევა, გასწორდეს ყურის ნიჟარის ფორმა, შეიცვალოს მისი ზომა, ასევე აღგეს ყურის ნიჟარა, მისი არარსებობის შემთხვევაში); ტუჩის ზომის და ფორმის კორექცია; სახის კონტურების კორექცია (სახის ფორმის და ოვალის კორექცია); მამოპლასტიკა; ლიპოსაქცია; აბდომინოპლასტიკა; ინტიმური ქირურგია (სასიცხო ბაგეების კორექცია, ფალოპლასტიკა); რეპლანტაცია; სახის რეკონსტრუქციული ქირურგია; თავის და კისრის რეკონსტრუქცია; მკერდის რეკონსტრუქცია; რეკონსტრუქციული ორთოპედია და სხვ.